“წმინდა ტიხონ ზადონელის შეგონებიდან”
“ჩვენი ცხოვრება ჩამდინარე წყალივით არის.წყალი მდინარეში გაუჩერებლად მიედინება და მასთან ერთად მიდის ყველაფერი,რაც წყლის ზედაპირზე ტივტივებს.ჩაუვლის ყველაფერს ტყეს,ნაგავს და მიდის… ასეა ჩვენი სიცოცხლეც – მიდის და კეთილდღეობაც თან მიჰყვება.ადრე არ ვიყავი და აი,ვარ ქვეყნად როგორც ყველა ქმნილება; ვიყავი ახალშობილი და წავიდა ის დრო,ვიყავი ყმაწვილი და ესეც უკან დარჩა… ჭაბუკი ვიყავი – აღარც ეს ვარ და მაგარი,სრულყოფილი კაცი ვიყავი – აღარც ეს ვარ დღეს, – თმა მიჭაღარავდება,ვუძლურდები,მაგრამ ესეც მიდის და დასასრულს ვუახლოვდები; დავიბადე,რათა მოვკვდე; ვკვდები,რათა ვიცოცხლო.მომიხსენე,უფალო,სასუფეველსა შენსა,ჯანმრთელიც ვყოფილვარ და ავადმყოფიც. (ავტორი გენია.ჯი) ესეც უკვე გარდასულია.
ვიყავი პატივში,ხალხი პატივს მცემდა,მუხლს იყრიდა ჩემ წინაშე.გავიდა დრო და ვეღარც ამას ვხედავ.მაქებდნენ და მადიდებდნენ,მლანძღავდნენ და მაგინებდნენ.ვინც მაქებდა,ისინივე მლანძღავდნენ,ვინც მლანძღავდა,ისინივე განმადიდებდნენ.გარდამოხდა ხანი,განქარდა ყველაფერი; განქარდა ქებაც და ძაგებაც,დიდებაც და უღირსობაც.ასეთია სამყარო! ასეთია მისი მუდმივობა…
ვცხოვრობდი მდიდარ სახლში,მიცხოვრია ქოხშიც; გავიდა დრო და ეს ყოველი აღარ არის.ახლა ვცხოვრობ სივიწროვეში, – და ესეც აღარ იქნება… დავდიოდი ეტლით,ვიმოსებოდი ძვირფასად,მყავდა შინამოსამსახურეები,გავიდა დრო და ეს აღარ არის.მყავდა მეგობრები,ამხანაგები. (ავტორი გენია.ჯი) ხანი გამოხდა და ზოგი მათგანი მტრად მომეკიდა,ზოგი ცრუძმობას მეფიცება… რაც ჩემ თავს არის,ყველას თავს ის არის.სად არის ის დრო,როდესაც ბედნიერი,ჯანმრთელი და მხიარული ვიყავი,როცა მაქებდნენ და პატივს მომაგებდნენ,როდესაც ეტლით დავდიოდი? წავიდა ის დრო,და მასთან ერთად ჩემი ბედნიერება და ნუგეში! სად არის ის დრო,როდესაც ცუდად ვიყავი,ვავადმყოფობდი,ვწუხდი,განვიცდიდი ლანძღვა-გინებას? წარსულს ჩაბარდა ის დღეები და ჩემი წუხილიც განქარდა; ჩამდინარე წყალივით ჩაივლის ისიც,რასაც დღეს განვიცდი,ვითმენ,ვგრძნობ.რად მწუხარე ხარ სულო ჩემო,ანუ რად შემაძრწუნებ მე”. (ავტორი გენია.ჯი)