ალბერტ აინშტაინის ბიოგრაფიიდან…
1942 წელს ერთ-ერთმა ცნობილმა პოეტმა ქალმა,რომელიც მე-XIX საუკუნის დიდი ამერიკელი მეცნიერის,ფიზიკოსისა და მათემატიკოსის – ჯოზაია უალრიდ გიბსის (1839-1903 წლები) ბიოგრაფიას წერდა,ალბერტ აინშტაინს თხოვა ამ ნაშრომისათვის წინასიტყვაობა დაეწერა,რაზეც აინშტაინისაგან შემდეგი სახის პასუხი მიიღო:
“ჩემი აზრით,ფართო საზოგადოების წინაშე დიდი მეცნიერის წარდგენის ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს: ყველასთვის გასაგები ენით იქნას გადმოცემული პრობლემები და გადაწყვეტილებები,რომლებითაც მისი ცხოვრების საქმე ხასიათდება.ეს კი მხოლოდ იმას ხელეწიფება,ვისაც პიროვნების ნაღვაწი ძირითძირამდე გაუაზრებია.ისეთი ადამიანების ცხოვრებაში,როგორიც გიბსია,გარეგნულ ამბებს მხოლოდ მეორე ხარისხოვანი როლი ენიჭება და პიროვნული კავშირების შესახებ არაფერს გვეუბნება.ეს კი შეიძლება და უნდა იქნას კიდეც გათვალისწინებული ასეთი სამუშაოს შემთხვევაში. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ პიროვნული მხარე სულაც არ უნდა იქცეს თხრობის მთავარ საგნად,განსაკუთრებით მაშინ,როცა მეცნიერის ნაღვაწის შესახებ წიგნი ჯერ კიდევ არ არსებობს.წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ გმირის ბრიყვული კულტი მიიღება,რომელიც ყოვეთვის ემოციურად და არა გონებრივი გამჭრიახობით არის დასაძირკვლებული.საკუთარ მაგალითზე მაქვს გამოცდილი,თუ რარიფ აბსურდულია,როცა ძიების გზაზე შემდგარ პატიოსან მშრომელს შეუგნებლად გადააქცევენ ხოლმე კინოვარსკვლავად.ნებისმიერ შემთხვევაში,ასეთ წამოწყებას მე საჯარო მხარდაჭერას ვერ გამოვუცხადებ; ეს უფრო უარესი იქნებოდა,ვიდრე – უღირსი საქციელი.ეს უხეშად ჟღერს,და ვშიშობ,ჩემს ამ პასუხს გაუმართლებელ არაკეთილგანწყობად შეაფასებთ,მაგრამ მე ასეთი ვარ და სხვაგვარი ვერ ვიქნები”. (ავტორი გენია.ჯი)