„ალფრედ ბერნჰარდ ნობელის ანდერძი”
“მე,ალფრედ ბერნჰარდ ნობელი,საკმარისი მსჯელობის შემდეგ ვაცხადებ,რომ ეს არის ჩემი უკანასკნელი სურვილი,დაკავშირებული ჩემს ქონებასთან,რომელსაც,გარდაცვალების შემდეგ ამ ქვეყნად დავტოვებ.ჩემი ქონება შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს:
კაპიტალი,რომელსაც ჩემი ანდერძის აღმასრულებლები სტაბილურ ფასიან ქაღალდებში ჩადებენ,შეადგენს ფონდს,მისი წლიური პროცენტი კი პრემიის სახით გადაეცემა იმ ადამიანს,რომელმაც,წინა წელს განსაკუთრებული სამსახური გაუწია კაცობრიობას. (ავტორი გენია.ჯი) პროცენტი ხუთ თანაბარ ნაწილად უნდა იქნას გაყოფილი.პირველი ნაწილი გადაეცემა ფიზიკის დარგში განსაკუთრებული აღმოჩენის ან გამოგონების ავტორს; მეორე – ადამიანს,რომელმაც განსაკუთრებული სამუშაო გასწია ქიმიის დარგში; მესამე ნაწილი – ადამიანს,რომელმაც ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში გამოიჩინა თავი; მეოთზე – ადამიანს,რომელმაც განსაკუთრებული ლიტერატურული ნაწარმოები შექმნა იდეალური მიმართულებით; მეხუთე ნაწილი კი პიროვნებას,რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ერების შერიგების,ჯარების რაოდენობის შემცირებისა და სამშვიდობო კონგრესების დაარსებისა და გავრცელებისათვის.
ფიზიკისა და ქიმიის დარგში ჯილდოები შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ უნდა გადასცეს; ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში – სტოკჰოლმის კაროლინსკას ინსტიტუტმა; ლიტერატურის დარგში – სტოკჰოლმის აკადემიამ; მშვიდობის დარგში კი იმ ხუთმა ადამიანმა,რომლებსაც ნორვეგიის პარლამენტი შეარჩევს.ჩემი განსაკუთრებული სურვილია,რომ ჯილდო გადაეცეს ნებისმიერ ღირსეულ ადამიანს,მიუხედავად მისი ეროვნებისა.
ეს უკანასკნელი სურვილი და ანდერძი არ ეფუძნება არც ერთ ჩემს წინა ანდერძს,რომელიც სესაძლოა აღმოაჩინონ ჩემი გარდაცვალების შემდეგ.
ანდერძის აღმასრულებლად ვნიშნავ რაგნარ სოლმანს,მცხოვრებს ბუფორსში (ფარმლანდი) და რუდოლფ ლილეკვისტს,მცხოვრებს სტოკჰოლმში,მალმისკილნადსგატანის 31 ნომერში; ასევე ბენგსფორში,უდევალას მახლობლად.
“პარიზი,27 ნოემბერი 1895 წელი – ალფრედ ბერნჰარდ ნობელი”. – (ავტორი გენია.ჯი)