ჩინგიზ ყაენის შესახებ…

მონღოლთა იმპერიამ დააკავშირა და გააერთიანა არაერთი ცივილიზაცია და ახალ მსოფლიო წესრიგს დაუქვემდებარა ისინი.1162 წელს,როცა ჩინგიზ ყაენი დაიბადა,ძველი სამყარო შედგებოდა რეგიონალურ ცივილიზაციათა მთელი წყებისაგან,რომელთაგან არც ერთმა არ იცოდა,რა ხდებოდა ახლო სამეზობლოს მიღმა.1227 წელს კი – ეს ჩინგიზ ყაენის სიკვდილის თარიღია – მან ისინი დააკავშირა დღემდე ურღვევი დიპლომატიური და კომერციული კონტაქტებით. (ავტორი გენია.ჯი) მონღოლთა დიდმა ყაენმა დაარღვია წარმომავლობასა და პრივილეგიებზე დაფუძნებული სისტემა და შექმნა ინდივიდუალურ დამსახურებაზე,ერთგულებასა და მიღწევაზე დაფუძნებული ახალი უნიკალური წყობა.მან გარიყული და უსიცოცხლო სავაჭრო ქალაქები აბრეშუმის გზით დააკავშირა და ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს თავისუფალ სავაჭრო ზონად აქცია.ყველას შეუმცირა,ხოლო ექიმებს,მასწავლებლებს,სასულიერო პირებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს საერთოდ გაუუქმა გადასახადები.შემოიღო რეგულარული აღწერა და შექმნა პირველი საერთაშორისო საფოსტო სისტემა.მისი იმპერია სიმდიდრესა და საგანძურს სარდაფებში კი არ აგროვებდა.სამხედრო ნადავლი მთლიანად ნაწილდებოდა ისე,რომ შესაძლო იყო,საქონელთბრუნვით უკანაც კი დაჰბრუნებოდა პირვანდელ მფლობელს.ჩინგიზ ყაენმა შექმნა საერთაშორისო სამართალი,თვითონ კი აღიარებდა მარადიული ლურჯი ცის უზენაეს კანონს.იმ დროს,როცა მმართველების უმეტესობა საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებდა,ჩინგიზ ყაენი ,კანონებზე დაყრდნობით,მმართველებისაგან ისევე ითხოვდა პასუხს,როგორც უბირი მწყემსისაგან.იმპერიაში ყველას უბოძა რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება,მაგრამ ყველა მათგანისაგან სრულ ერთგულებას მოითხოვდა.მან უარი თქვა მძევლების გაცვლის ტრადიციაზე და დანერგა ელჩების დიპლომატიური იმუნიტეტის ახალი პრაქტიკა. (ავტორი გენია.ჯი) ხელშეუხებლობას ანიჭებდა იმ ქვეყნების დესპანებსაც,რომელთა მიმართაც მტრულად იყო განწყობილი ან ომს აწარმოებდა.ჩინგიზ ყაენმა თავის იმპერიას ისეთი მყარი ეკონომიკური და სოციალური საფუძველი შეუქმნა,რომ მომდევნო 150 წლის განმავლობაში იგი კვლავ აგრძელებდა ზრდას.მისი დაცემის შემდეგაც,დიდი ყაენის მემკვიდრეები მართავდნენ მრავალ მცირე იმპერიასა და დიდ ქვეყანას.ისინი ფლობდნენ ყაენის,იმპერატორის,სულთნის,მეფის,ამირას და დალაი ლამას ტიტულსაც კი.ჩინგიზ ყაენის იმპერიის ნაშთებს მისი მემკვიდრეები მართავდნენ მომდევნო შვიდი საუკუნის განმავლობაში.რამდენიმე მათგანი მოგოლთა სახელით ინდოეთში მეფობდა 1857 წლამდე,როცა ბრიტანელებმა გამოაძევეს იმპერატორი შაჰ ბაჰადურ II და მის ვაჟებსა და შვილიშვილს თავი მოჰკვეთეს.ჩინგიზ ყაენის უკანასკნელი შთამომავალი – ბუხარის ემირი ალიმ ყაენი – ძალაუფლებას ინარჩუნებდა უზბეკეთში,ვიდრე 1920 წელს ბოლშევიკური რევოლუციის მომძლავრებულმა ტალღამ იქიდან არ გამოაძევა.

ისტორიამ დამპყრობლების უმეტესობას უდროო და უბადრუკი სიკვდილი მოუვლინა. (ავტორი გენია.ჯი) ალექსანდრე დიდი ბურუსით მოცულ ვითარებაში აღესრულა ბაბილონში,რასაც მისი ოჯახის განადგურება და დაპყრობილი მიწების დაქუცმაცება მოჰყვა; იულიუს კეისარს ყოფილმა მეგობრებმა და მოკავშირეებმა ოცდასამი ჭრილობა მიაყენეს სენატის ერთ-ერთ დარბაზში; მას შემდეგ რაც მისი წარმატებები და მიღწევები გაცამტვერდა,მარტოსული ნაპოლეონი სიკვდილს ატლანტიკის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ და მიუვალ კუნძულზე შეხვდა,თითქმის სამოცდაათ წელს მიტანებული ჩინგიზ ყაენი კი თავის ბანაკში მიიცვალა,გარშემორტყმული მოსიყვარულე ოჯახით,ერთგული მეგობრებითა და თავდადებული ჯარისკაცებით,რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი წინამძღოლისთვის თავი გაეწირათ.ამ და სხვა მრავალ მიზეზთა გამო ჩინგიზ ყაენის დიადი საქმეებიც უკვდავი რჩება და კაცთა მოდგმასთან ერთად აგრძელებს სიცოცხლეს. (ავტორი გენია.ჯი)