“ვესტალები”

“ვესტალები” - იგივე “ვესტალისები”,გახლდათ ძველ რომში ქალღმერთ “ვესტას” (ოჯახური კერის,ქალაქის თემის,კურიის და რომაულების ცეცხლის მფარველი ღვთაება) ქურუმი ქალწულები,რომელთაც ძველი ადათ-წესების მიხედვით,მუდმივი ცეცხლი უნდა შეენარჩუნებინათ ვესტას ტაძარში.კერიაში ცეცხლის ჩაქრობის შემთხვევაში მათ (ვესტალებს) ცოცხლად მარხავდნენ.ისინი ღარიბ მოსახლეობასა და არისტოკრატებშიც დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ.ისინი ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ,რის გამოც ბევრი მოქალაქე სხვადასხვა ფენისა მათ გადასცემდათ შასანახად – ანდერძებს და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს.ამასთანავე განთავისუფლებული იყვნენ მამის “ბატონობისაგან” და თავად იყვნენ თავიანთი ნების განმხოციელებლები. (ავტორი გენია.ჯი) მათი განაწყენება ყველას ეკრძალებოდა,ხოლო ვესტალებზე შეხება მამაკაცებისათვის ყოვლად მიუღებელი გახლდათ.თუ კი ვინმე გაბედავდა ამას იმ შემთხვევაში იგი სიკვდილით ისჯებოდა.მათ წინ “ლიქტორი” მიდიოდა,განსაკუთრებულ შემთხვევაში  უფლება ჰქონდათ ეტლით ემგზავრათ.იმ შემთხვევაში თუ კი მათ გზაში სიკვდილმისჯილი შეხვდებოდათ,რომელიც უნდა დაესაჯათ,ვესტალებს ჰქონდათ უფლება ისინი შეეწყალებინათ,იმ შემთხვევაში თუ კი ისინი დაიფიცებდნენ,რომ უნებლიეთ შეხვდათ სიკვდილმისჯილი მათ გზაზე.მათ ევალებოდათ არა მარტო ცეცხლზე ყურადღების მიქცევა ვესტას ტაძარში,არამედ იქ სისუფთავის დაცვა,პალადიუმის (წმინდა ქანდაკება ათენა-პალადუმის) და სხვა სიწმინდეების დაცვა-ყურადღება.მათ შესახებს მნიშვნელოვანი ცნობები ძირითადად – პლუტარქემ შემოგვინახა.ვესტალები ასევე ასრულებდნენ სხვადასხვა რიტუალებს,რომლებოიც გარე თვალისათვის დამალული იყო.”ვესტალების” ინსტიტუტი შემოღებულ იქნა რომის ლეგენდარული მეორე მეფის – ნუმა პომპილიუსის (ძვ.წ.აღ-ით 753-674 წლები) მიერ.მიუხედავად იმისა,რომ პლუტარქეს უამრავი ცნობა ჰქონდა მათ შესახებ მისთვის მაინც უცნობი დარჩა,თუ რატომ ირჩევდნენ მოზარდ გოგონებს ვესტალებად და რატომ უნდა შეენარჩუნებინათ მათ თავიანთი “სისუფთავე” 30 წლამდე.თავდაპირველად ნუმამ – ვესტალები,არა მარტო ვესტას ტაძარში “მუდმივი ცეცხლის” შესანარჩუნებლად,არამედ სხვა ღმერთებისა და ღვთაებებისათვის “მუდმივი ცეცხლის” შემნარჩუნებლის (ქურუმების) მოვალეობასაც ასრულებდნენ.მოგვიანებით ვესტალების რაოდენობა 6-ით განისაზღვრა,რაც აღარ შეცვლილა ამ ინსტიტუტის არსებობის პერიოდში.როდესაც ვესტალების ადგილზე “ვაკანსია” გაჩნდებოდა,მათ ირჩევდნენ 12 გოგონასაგან,რომელთა ასაკი 6-დან 10 წლამდე იყო,რომელთა მშობლები ორივენი იტალიელები გახლდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე ბავშვები არ უნდა ყოფილიყვნენ ფიზიკური ნაკლის მქონენი.მათ პასსავდნენ თმას და წირავდნენ “წმინდა ხეს”,რომელიც რომაელი მწერლის – პლინიუს უმფროსის (23-79 წლები) მოღვაწეობის დროს უკვე 500 წლის გახლდათ.ამის შემდგომ აცმევდნენ თეთრ ტანსაცმელს და მოსავდნენ სახელით “შეყვარებული”.თავდაპირველად მათ ადრეულ ეპოქაში მეფეები ირჩევდნენ,ხოლო მოგვიანებით “დიადი პონტიფექსები” (უმაღლესი ქურუმები).დანიშნულება ვესტალებისა შემდგომში მხოლოდ ვესტას ქურუმობა გახლდათ.მათ ვესტალებად 30 წლის მანძილზე უნდა ემსახურათ,ამ ხნის გასვლის შემდეგ მათ უკვე შეეძლოთ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ და დაქორწინებულიყვნენ კიდეც.ვესტალების ინსტიტუტმა იარსება 391 წლამდე და იგი გაუქმებულ იქნა რომის იმპერატორის  - თეოდოსიუს I (347-395 წლები) მიერ.ამავე დროს დაიკეტა “ვესტას ტაძარი” და ჩამქრალ იქნა საუკუნეების მანძილზე ანთებული “მუდმივი ცეცხლი”. (ავტორი გენია.ჯი)