ჰერმან აინშტაინის წერილი – პროფესორ ვილჰელმ ოსვალდს…
ცნობილია,რომ გენიალური ფიზიკოსის – ალბერტ აინშტაინის ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობდა მისი მამა - ჰერმან აინშტაინი,რომელიც შვილისათვის,ცხოვრებაში გზის გაკვლევისათვის თავს არ ზოგავდა.ამიტომ ალბერტს მამა განსაკუთრებით უყვარდა და პატივს სცემდა.1901 წლის 19 მარტს ალბერტ აინშტაინმა წერილი მიწერა დიდ ლაიპციგელ ფიზიკოსს,ქიმიკოს და მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატს,პროფესორს – ვილჰელმ ოსვალდს,სადაც ალბერტი წერდა,რომ ოსვალდს თუ ჰქონდა შესაძლებლობა და სურვილი,აეყვანა ალბერტი,თავისი კვლევებისათვის ასისტენტათ და თავისი ნაშრომების ერთი ეგზემპლარიც ამ წერილს თან დაურთო. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე მიუთითა,რომ უსახსროდ იყო დარჩენილი და მისი დასაქმება შესაძლებლობას მისცემდა,განათლების უფრო ღრმად მიღებისას (ამ პერიოდში ალბერტ აინშტაინის ოჯახს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა).აინშტაინს პასუხი არ მისვლია,რასაც მამამისი ძალიან განიცდიდა.ამიტომ გადაწყვიტა თავად მიეწერა წერილი (შვილის უჩუმრად) პროფესორ ოსვალდისათვის:
“გთხოვთ,დიდსულოვნად მიუტევოთ მამას,რომელმაც გაბედა და,საკუთარ შვილზე ზრუნვით,მოგმართათ დიდად პატივცემულ პროფესორს.უპირველეს ყოვლისა,უნდა გაუწყოთ,რომ ჩემი შვილი ალბერტ აინშტაინი,22 წლის არის,4 წელი სწავლობდა ციურიხის პოლიტექნიკურში და გასულ ზაფხულს ბრწყინვალედ ჩააბარა სადიპლომო გამოცდები მათემატიკასა და ფიზიკაში.მას მერე წარუმატებლად ცდილობს ასისტენტის ადგილის მიღებას,რაც მას თეორიულ და ექსპერიმენტალურ ფიზიკაში განათლების გაღრმავების შესაძლებლობას მისცემდა.ყველას,ვისი შეფასებაც სანდოა,მისი ნიჭიერება აღაფრთოვანებს,მე კი შემიძლია მხოლოდ დაგარწმუნოთ,რომ ის არაჩვეულებრივად მონდომებული და ბეჯითია და მის მიერ არჩეულ მეცნიერებასთან დიდი სიყვარული აკავშირებს.
ამჟამინდელი უმუშევრობა ჩემს შვილს სასოწარკვეთაში აგდებს და დღითი დღე უღრმავებს აზრს,რომ მას კარიერაში ხელი მოეცარა და სრული წარუმატებლობა განიცადა. (ავტორი გენია.ჯი) ამასთან,მას ის ფიქრიც თრგუნავს,რომ ტვირთად გვაწვება მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე მშობლებს.ვინაიდან დღესდღეობით მოღვაწე ყველა სწავლულ ფიზიკოსს შორის სწორედ თქვენ გცემთ პატივს და დიდად გაფასებთ,თავს უფლებას ვაძლევ,სწორედ თქვენ მოგმართოთ და თავაზიანად გთხოვოთ, “ფიზიკის ანალებში” გამოქვეყნებული მისი ნაშრომი წაიკითხოთ და მას ორიოდე გამამხნევებელი სტრიქონი მისწეროთ,რათა ჰვლავ დაუბრუნდეს სიცოცხლისა და საქმის მიმართ სიყვარულის გრძნობა.
თუ,ამასთანავე ისიც შესაძლებელი გახდებოდა,რომ მისთვის ამჟამად ან მომავალ შემოდგომაზე ასისტენტის ადგილი გამოგენახათ,ჩემი მადლიერება უსაზღვრო იქნებოდა.
კიდევ ერთხელ პატიებას გთხოვთ თავხედობისათვის,რომელმაც თქვენთვის ამ სტრიქონების მოწერა გამაბედინა,და იმასღა დავსძენ,რომ ჩემმა შვილმა ჩემი ამ უჩვეულო ნაბიჯის შესახებ არაფერი იცის”.
P.S. ჩვენთვის უცნობია გასცა თუ არა პასუხი პროფესორმა ვილჰელმ ოსვალდმა – ჰერმან აინშტაინს,თუმცა ფაქტია,რომ ალბერტს მის ასისტენტად მუშაობა არ დაუწყია.(ავტორი გენია.ჯი)