“კოი-კოი” – (ჰოტენტოტები)
“კოი-კოი” - ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც - “ჰოტენტოტები”.იგი გახლავთ ის ეთნიკური ჯგუფი,რომელიც სამხრეთ აფრიკის და დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი უძველესი,მკვიდრი მოსახლეობაა.დღესდღეობით,ძირითადად ცხოვრობენ სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში ნამიბიისა.ზოგიერთ ადგილებში ცხოვრობენ შერეულად – დამარასა და ჰერეროს აფრიკულ ტომებთან ერთად.ჰოტენტოტების ცალკე ჯგუფები – გრიკვა,კორანა და ნამას ხალხი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ.ანთროლოგიურად ჰოტენტოტებს,მეორე აფრიკულ ჯგუფ ბუშმენებთან ერთად კაპოიდების რასას მიაკუთვნებენ. (ავტორი გენია.ჯი) კეიპ კოლონიის ადგილობრივი მოსახლეობა,რომელიც სინამდვილეში შედგებოდა მნიშვნელოვნად განსხვავებული ორი ძირითადი ტომისაგან – ხოიხოსა და ბუშმენებისაგან,მათი ენებისთვის დამახასიათებელი ჭახჭახა,ყურისმომჭრელი ბგერების გამო,პირველმა ჰოლანდიელმა კოლონისტებმა XVI-XIX საუკუნეებში განურჩევლად შეარქვეს საერთო სახელი – “ჰოტენტოტები”,რაც სავარაუდოდ,შეიძლება ითარგმნოს როგორც “მოტარტალეები”,თუმცა დღესდღეობით მათ ამ სახელით ცოტაღა თუ იხსენიებს,რადგან სახელწოდება “ჰოტენტოტები” ამ ხალხისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.ამიტომ ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკაში ეს სახელწოდება,შეურაწმყოფელად მიიჩნევა და თავადვე შეცვალეს დასახელებით “კოი-კოი”-ით რომელიც თვითდასახელება გახლავთ ნამას ენისა,ამის გამო მათ ორი სახელწოდებით მოიხსენიებენ,როგორც ავღნიშნეთ.ისინი საუბრობდნენ ცენტრალურკოისანურ ენათა ჯგუფის – ნამას და კაპსოურ კოი-კოის ენებზე,რომლებზეც თანამედროვე პერიოდში აღარ საუბრობენ.ნამას ენაზე არა მარტო ჰოტენტოტები,არამედ დამარასა და ჰაილომის ხალხიც საუბრობდა,რომლებიც კულტურულად და ანთროპოლოგიურად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.ევროპელ კოლონიალისტთა მოსვლამდე,ისინი ცხოვრობდნენ აფრიკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებზე,მდინარე ფიშიდან – ნამიბიის მთების სამხრეთამდე.ზუსტად უცნობია,თუ როდის დასახლდა ისინი ამ ტერიტორიებზე,თუმცა ლექსიკო-სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,მაშინ ცნობილი ხდება,რომ ძვ.წ.აღ-ით მე II-III ათასწლეულში ეს ენა არსებობდა,რაც საფუძველს იძლევა მათი კიდევ უფრო ადრინდელი არსებობის შესახებ,მითუმეტეს მაშინ როდესაც ბანტუს ხალხმა კოი-კოის ხალხი შეავიწროვა და სრულიად დაეუფლა სამხრეთ აფრიკის ტერიტორიას. (ავტორი გენია.ჯი) ეს ფაქტები კი მიუთითებს ამ ხალხის უძველეს არსებობაზე.ბუშმენებიგან განსხვავებით ისინი მისდევდნენ მესაქონლეობას.ტრადიციულად “ჰოტენტოტები” იყოფოდა ორ დიდ ჯგუფად – ნამა და კაპსიელი ჰოტენტოტები,რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო მცირე სხვადასხვა ჯგუფებად იყოფოდნენ.აღსანიშნავია,რომ ამ ხალხის უმრავლესობა კოლონისტებს ემსხვერპლა.დღესდღეობით ეს ხალხი ჩვეულებისამებრ ცხოვრობენ ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკის ტერიტორიებზე,ბევრმა მათგანმა ასიმილაცია განიცადა,ხოლო ნაწილი კვლავ ძველი ტრადიციებით განაგრძობს ყოფა-ცხოვრებას. (ავტორი გენია.ჯი)