“ბჰაგავადგიტა”
“ბჰაგავადგიტა” - ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული ძეგლია,დაწერილი სანსკრიტულ ენაზე და სიტყვასიტყვით აღნიშნავს “უფლის საგალობელს”.იგი უმნიშვნელოვანესი სანსკრიტულ ენაზე დაწერილი ინდუსური წმინდა საღვთო წიგნია.მას თაყვანს სცემენ,როგორც ინდუიზმის წმინდა საღვთო წიგნს და ანტიკური მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ძეგლად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) ბჰაგავადგიტა ცალკე ნაწილია “მაჰაბჰარატასი” (ძველინდური ეპოსი – დიადი თქმულება ბჰარატას შთამომავლების),რომელიც შეიცავს 700 ლექსს.ბჰაგავადგიტას მოძღვარია კრიშნა,ინდუსების მიერ თავად უფლის უზენაესი გამოვლინება და მას მოიხსენიებენ,როგორც ბჰაგავანს – ანუ ღვთაებრივს.ამ ნაწარმოებს ხშირად ახასიათებენ,როგორც პრაქტიკულ,თვითკმარ ცხოვრებისეულ სახელმძღვანელოს,რომელიც მარადიული ჭეშმარიტების ნიშანსვეტია.”ბჰაგავადგიტას” შექმნას ვარაუდობენ ძვ.წ.აღ-ით V-II საუკუნეებს შორის.მასში დიალოგის სახით გადმოცემულია ვიშნუიზმის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება; ძირითადად ეხება ამქვეყნიურობიდან “დახსნის”,”განთავისუფლების” პრობლემას.აღსანიშნავია,რომ ეს დიალოგი მიმდინარეობს “კურკუშტერის ბრძოლის” დაწყებამდე. (ავტორი გენია.ჯი) საუკუნეების მანძილზე “ბჰაგავადგიტა” ყველაზე წაკითხვად წმინდა წიგნად მიიჩნეოდა,რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ინდოელი ხალხის კულტურაში.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ მან გავლენა იქონია ისეთ უდიდეს ევროპელ პერსონებზე,როგორებიც გახლდათ – დიდი ფრანგი მწერალი რომენ როლანი,დიდი ინგლისელი მწერალი ოლდოს ჰაქსლი,დიდი გერმანელი მოაზროვნე,მწერალი და ბუნებისმეტყველი იოჰან ვოლფგანგ ფონ გიოტე და სხვა ცნობილი პიროვნებები.”ბჰაგავადგიტა თარგმნილია სხვადასხვა უცხო ენებზე.ინდოეთში კი მას კვლავაც უდიდესი ყურადღება ექცევა. (ავტორი გენია.ჯი)