უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში,კაცობრიობა სათანადოდ და მასიურად იკვლევს არა მარტო მზის სისტემას,არამედ მის გარეთ არსებულ სხვადასხვა გალაქტიკებსაც.ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი (თუმცა არასაკმარისი) ინფორმაცია გავიგეთ სხვა პლანეტების,ვარსკვლავებისა და გალაქტიკების შესახებ.კოსმოსის მიმართ ადამიანის ინტერესი იმდენად გაიზარდა,რომ იდეაში ჩამოყალიბდა,აუცილებლობა დედამიწის გარეთ “კოლონიის” დაარსებისა.რამდენად მოხერხდება ეს,ამას მომავალი გვიჩვენებს,თუმცა კოსმოსში უკვე მრავალი წელია არსებობს საერთაშორისო ორბიტული კოსმოსური სადგური,რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის დანიშნულება აქვს.მანამდე კი სანამ ადამიანთა მოდგმა სხვა პლანეტაზე “კოლონიას” დააარსებდეს,კოსმოსში ასტრონავტებს წაღებული აქვთ,ისეთი საოცარი ნივთები,რომელიც დღემდე გაოცების საგნად მიიჩნევა (საოჯახო სურათები,გოლფის ბურთები,საფარმურატ ნიაზოვის მიერ დაწერილი “სულის წიგნი”,ლეგოს სათამაშოსაგან აწყობილი კაცი კანადის დროშით და სხვა),თუმცა არის ისეთი საგნებიც გაგზავნილი,რომელთა გაგზავნასაც ყველა მიზანშეწონილად მიიჩნევს.(ავტორი გენია.ჯი) მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი გახლავთ - “ვოიაჯერის ოქროს დისკი”.
“ვოიაჯერის ოქროს დისკი” – წარმოადგენს,ალუმინის ფუტლიარში შეფუთულ სპილენძის საინფორმაციო დისკს,რომელზეც ჩაწერილია ხმოვანი და ვიდეო სიგნალები.მისი სრული დიამეტრი 30 სანტიმეტრია და იმისათვის,რომ ან კოსმოსური მტვრით ან კიდევ ეროზიით არ დაზიანდეს,დაფარულია ოქროთი.მასზე დატანილი ინფორმაციებიდან – 78 % მუსიკალური ფორმების გამოსახულებით,სხვადასხვა კულტურისა და ხალხის მელოდიების სახითაა წარმოდგენილი.მათ შორის – ბახის,ბეთჰოვენის,მოცარტის,ლუი არმსტრონგის,ჩაკ ბერის,სტრავინსკის და ვილი ჯონსონის მუსიკალური ნაწარმოებები.დასავლურ მუსიკას დისკზე ნახევარი დრო ეთმობა.დანარჩენი დრო კი ეთმობა ინდურ,ჩინურ,იაპონურ და იავურ კლასიკურ მუსიკას.მათ შორის 2500 წლის წინათ,ჩინელი კომპოზიტორის – ბო იას მიერ დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებს.გარდა ამისა დისკზე დატანილია პერუს,ბულგარეთის,ავსტრალიის,აფრიკისა და აზერბაიჯანის ხალხური შემოქმედება. და რაც ჩვენთვის (ქართველთათვის) ყველაზე მთავარია – “ვოიაჯერის ოქროს დისკზე” დატანილ იქნა ქართული კულტურის უდიდესი თვალ-მარგალიტი,ქართული ხალხური სიმღერა – “ჩაკრულო”.(ავტორი გენია.ჯი) გარდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა,დისკზე დატანილია სოლომონის კუნძულების და ახალი გვინეას ის სარიტუალო ხასიათის სიმღერები,რომლებიც ჯერ კიდევ “ქვის ხანიდან” არის ცნობილი (მაშინ,როდესაც ადამიანი პირველად იწყებდა მელოდიის აღქმას).
დანარჩენი 22 % დისკზე ჩაწერილია ადამიანთა ხმები და დედამიწის სხვადასხვა ხმები.მასზე ჩაწერილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხმა,რა დროსაც იგი მსოფლიოს მოსახლეობას 55 მეტ-ნაკლებად გავრცელებულ ენაზე ესალმება.ასევე დატანილია ოკეანისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების ხმები.შემდეგ მოდის სამყაროს ბიოლოგიური ჩანაწერები: ფრინველების,მწერების,მგლების,ძაღლების,ლომების,ბაყაყების,შიმპანზეების და სხვა ცხოველების ხმოვანებები.გარდა ამისა ჩაწერილია ადამიანების ფეხის,ხერხვის,ჩაქუჩის,ნაჯახის,სირენის,თვითმფრინავის,რაკეტის გაშვების,მტირალი ბავშვის და ადამიანის პულსაციის ხმებიც კი.
დისკზე დატანილია კოდირებული სახით მზის სპექტრის ფოტოგრაფიები,დედამიწის ლანდშაფტის,პეიზაჟების,მთებისა და უდაბნოების ფოტოები.
“ვოიაჯერის ოქროს დისკზე” ჩაწერილია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯიმი კარტერის 1977 წელს წარმოთქმული მიმართვა,რომელიც სწორედ აღნიშნული დისკის გაშვებას ეხებოდა კოსმოსში.ფაქტიურად დისკზე დატანილ იქნა ყოველივე საუკეთესო და მნიშვნელოვანი კრებულები,როგორც ცოცხალი ბუნების,ასევე კულტურის,ისტორიისა და სხვა მოვლენებისა.
“ვოიაჯერის ოქროს დისკი” კოსმოსში გაგზავნილ იქნა 1977 წელს და მოვლენას მიუძღვნა სიტყვა ჯიმი კარტერმა,რომელიც შემდგომ ამავე დისკზე იქნა დატანილი. (ავტორი გენია.ჯი)