“აუტოდაფე”
“აუტოდაფე” – ესპანურ ენაზე აღნიშნავს “განაჩენს”,სიტყვასიტყვით კი “რწმენის აქტს”.იგი გახლდათ შუა საუკუნეების ესპანეთსა და პორტუგალიაში გავრცელებული პროცესია,რომელიც შედგებოდა ღვთისმსახურების,ქადაგების შესრულების,საჯარო მსჯავრის დადების ერეტიკოსებზე,მათზე განაჩენის გამოცხადებისა და მათი დასჯის (კოცონზე დაწვა,უმეტესად ცოცხლად) მოქმედებებით. (ავტორი გენია.ჯი) საერთო მნიშვნელობით აუტო-და-ფე ძირითადად გამოიყენებოდა ერეტიკოსების კოცონზე დაწვის პროცედურით და იგი განსხვავდებოდა მაგალითად წიგნების,სურათების ან სხვა რამ ნივთების დაწვასთან,რომელიც საუკუნეების მანძილზე არაერთ ქვეყანაში მოქმედებდა.ეს ორი აქტი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მცნებებია.როგორც ცნობილია აუტოდაფე გაჩნდა ინკვიზიციის დასაწყისში XIII საუკუნეში.თუმცა ფართო გავრცელება ჰპოვა XV საუკუნეში და იგი შეიცავდა მასიური სახის თეატრალურ რიტუალს მოქმედებისა.მიუხედავად იმისა,რომ ადამიანთა კოცონზე დაწვა ადრეულ წლებშიც არაერთი ყოფილა (მაგალითად აღწერილია ეს საშინელი პროცედურა “ალექსიადაში”),ასევე იყო შემთხვევები საფრანგეთშიც და სხვა ქვეყნებშიც.მასიური სახე მან ესპანური “წმინდა ინკვიზიციის” დროს მიიღო XV საუკუნეში.პირველი “აუტოდაფე” სევილიაში შედგა 1481 წელს,როდესაც კოცონზე ექვსი ადამიანი დაწვეს.ამას კი ცნობილი ჯალათი ტორკვემადა ხელმძღვანელობდა.მისი ბრძანებით და ეგრეთწოდებული განაჩენებით 1483 წლიდან – 1498 წლის ჩათვლით 8800 ადამიანი დაწვეს კოცონზე.ინკვიზიცია ასევე ფართოდ გავრცელდა იმ ამერიკულ ქვეყნებშიც XVI საუკუნეში,რომლებიც ესპანეთის კოლონიას წარმოადგენდნენ და XVIII საუკუნის ბოლომდე იარსება.პორტუგალიაში კი ესპანეთზე ადრე დაიწყო ამ ფორმით ადამიანების მოკვდინება.თავდაპირველად 1536 წელს დაფიქსირდა ასეთი ფაქტი,თუმცა ესპანეთის მაგვარი ფართო გავრცელება არ მოჰყოლია.პორტუგალიის ისტორიაში ამ საშინელი ფაქტის აკრძალვაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილ პორტუგალიელ პოლიტიკოსს აღორძინების ხანისა – სებასტიან ჟოზე პომბალსს (1699-1782 წლები),რომლის გავლენითაც პორტუგალიაში აიკრძალა “აუტოდაფე” XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. (ავტორი გენია.ჯი) “აუტოდაფეს შემთხვევები დაფიქსირდა პერუსი,მექსიკასა და ბრაზილიაშიც.ბოლო “აუტოდაფე” დაფიქსირდა ვალენსიაში 1826 წელს,როდესაც ჩამოახრჩვეს (კოცონზე არ დაუწვავთ) ერთ-ერთი მსჯავრდებული.ესპანელი ისტორიკოსის და კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად გამოცხადებული – ხუან ანტონიო ლორენტეს (1756-1823 წლები) ცნობით 1481-1808 წლებში,ამ საშინელ სამსჯავროს 31912 ადამიანი ემსხვერპლა (კოცონზე დაწვით).”აუტოდაფე” ძირითადად იმართებოდა ქალაქების ცენტრალურ მოედანზე,რომელსაც ესწრებოდნენ ხშირ შემთხვევებში,მეფეები,არისტოკრატები,ქალაქის მაგისტრები და სასულიერო პირები კათოლიკური ეკლესიისა,ასევე უბრალო მოქალაქეები.საბოლოო ჯამში კაცობრიობამ გაითავისა ამ უბედურების შედეგები და საბოლოოდ იგი შეიცვალა (ყოველ შემთხვევაში კოცონზე დაწვა ანუ “აუტოდაფე). (ავტორი გენია.ჯი)