ტიტუს ლუკრეციუს კარუსი
ტიტუს ლუკრეციუს კარუსი - დაიბადა,დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 99 წელს .იგი გახლდათ ის დიდი რომაელი ფილოსოფოსი,ატომისტიკური მატერიალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი და პოეტი,რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ძვ.წ.აღ-ით 55 წელს (მახვილით).ტიტუსი იზიარებდა ეპიკურეს სწავლებებს.მისი ძირითადი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი გახლავთ ფილოსოფიური პოემა “ბუნების საგნები”. (ავტორი გენია.ჯი) რადგან იგი ეპიკურეიზმის იდეებს იზიარებდა,მისი მსჯელობა და ლოგიკა ეფუძნებოდა – ადამიანის თავისუფალ ნებას,რომელშიც უარყოფდა ღმერთის გავლენას,ადამიანების ცხოვრებაზე (მიუხედავად იმისა,რომ მას ჯეროდა ღმერთების არსებობისა).იგი მიიჩნევდა,რომ ადამიანთა ცხოვრების მიზანი გახლდათ – ატარაქსია (სულიერი სიმშვიდე),არგუმენტირებულად უარყოფდა შიშს სიკვდილის მიმართ.მისი აზრით მატერია უსასრულო და მარადიული იყო და ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული იღებდა ამა თუ იმ ფორმას არსებისა.ფართოდ ავრცელებდა და ქადაგებდა ეპიკურეს ფიზიკის იდეებს.ანვიტარებდა ატომიზმის სწავლებას.მისი სწავლებები მცირედით თუმცა ეხებოდა ეთიკასა და კოსმოლოგიასაც. (ავტორი გენია.ჯი) გვიანდელი ფილოსოფოსებისათვის – ტიტუს ლუკრეციუს კარუსი,მიჩნეულია “პროპაგანდისტად” და დოქსოგრაფად ეპიკურეს ფილოსოფიური ხედვებისა.მისმა ფილოსოფიურმა ხედვებმა დიდი როლი ითამაშა ანტიკური ხანისა და XII-XVIII საუკუნეების ფილოსოფიაში “მატერიალიზმის” განვითარებისათვის.მის ხედვებ იზიარებდა ისეთი დიდი ფრანგი ფილოსოფოსი,როგორიც გახლდათ პიერ გასენდი (1592-1655 წლები).ტიტუსის პირველი კომენტირებული პოემა 1563 წელს გამოქვეყნდა ფრანგი ფილოლოგის – ლამბინის,ხელშეწყობით.მოგვიანებით კი მისი პოემის ნაწილები თარგმნა და გამოსცა დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა – ანრი ბერგსონმა 1884 წელს.ტიტუს ლუკრეციუს კარუსი დიდი რომაელი ფილოსოფოსი გახლდათ,რომლის ხედვებმაც დიდი გავლენა იქონია,ამ უდიდესი მეცნიერების განვითარებაში. (ავტორი გენია.ჯი)