იცით თუ არა,რომ
1. ძველ საბერძნეთში,როდესაც მონა გაქცევას მოახერხებდა თავისი მეპატრონისაგან,მას კვალში უდგებოდნენ პირები,რომელთაც “დრაპეტა გოგოის” უწოდებდნენ.თუკი ისინი მის დაბრუნებას მოახერხებდნენ,ბერძნები ასეთ სიტუაციას აღნიშნავდნენ სიტყვით – “სოძეინ”,რაც აღნიშნავს – “ხსნას”.ეს სიტყვა კი რასაკვირველია,გამოიყენებოდა არა მონის მიმართ,არამედ მათი მეპატრონის მიმართ,რომელმაც მონა უკან დაიბრუნა.
2. გაქცეული მონის უკან მოყვანისათვის დაწესებულ ფულად ჯილდოს – ანაგოგიონი ეწოდებოდა.
3. დიდი ქართველი მეფის – დავით IV აღმაშენებლის გამეფებამდე ერთი წლით ადრე,1088 წელს მანამდე არნახულმა მიწისძვრამ შეაზანზარა საქართველო.მთელი წელიწადი ირყეოდა ქვეყანა,ინგრეოდა და იმარხებოდა ქალაქები,სოფლები,ციხენი და სასახლენი.ჩამოქცეულ თმოგვის ციხის კედლებ ქვეშ ცოცხლად ჩაიმარხა თმოგვის ერისთავი კახაბერ ნიანიას ძე,მეუღლესთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი)
4. დიდი ქართველი მწერალი – ოტია იოსელიანი წერდა: “ღმერთები მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენო”.
5. მხოლოდ კურდღელს და თუთიყუშს შეუძლიათ,თავის მოუბრუნებლად დაინახონ,რა ხდება მათ ზურგს უკან.
6. ენა ერთადერთი კუნთია ადამიანისა,რომელიც სხეულზე მხოლოდ ერთი მხრიდანაა მიმაგრებული.
7. ამერიკის შეერთებულ შტატებში,ლეგენდარული პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის (1732-1799 წლები) სახელს ატარებს 7 მთა,8 მდინარე,120 ქალაქი და დასახლებული პუნქტი. (ავტორი გენია.ჯი)
8. დონ კიხოტის ცხენს – როსინანტი ერქვა.ესპანურად “როსინ” აღნიშნავს ჯაგლაგს,ხოლო ანტეს – “წინ”.
9. ესპანეთში არსებობდა “ფეხშიშველა ბერების ორდენი”,რომლის წევრები ცნობილი იყვნენ თავიანთი ასკეტური,მკაცრი ცხოვრებით,ისინი თავს ძირითადად მათხოვრობით ირჩენდნენ.
10. ლიცენიციანტი – ევროპის ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტში,დაბალი სამეცნიერო ხარისხია.