დემეტრე I-ის შესახებ…
საქართველოს მეფე - დემეტრე I (მეფობდა 1125-1156 წლებში),მუსლიმი ქვეშევრდომების მიმართ სახელოვანი მამის,დავით აღმაშენებელლის შემწყნარებლურ პოლიტიკას აგრძელებდა.ალ ფარიკის ცნობების მიხედვით,თბილისში ერთ პარასკევ დღეს,მეფე დემეტრე მივიდა მეჩეთში,დაჯდა ქვის საჯდომზე ხატიბის წინ (ხუტბის წამკითხავი ანუ მუსლიმი მქადაგებელი) და ფეხი არ მოუცვლია ვიდრე არ ჩაათავეს ხუტბა (არაბული სიტყვაა და აღნიშნავს ქადაგებას,აქედან მომდინარეობს ქართული “ხოტბა”,”ხოტბის შესხმა”).ხუტბის დასრულების შემდეგ მეფე დემეტრემ მეჩეთში შევიდა და ორასი ოქროს დინარი (1 დინარი 4,2 გრამს შეიცავდა) შესწირა. (ავტორი გენია.ჯი) იგი დიდი პატივით იღებდა მუსლიმ სწავლულებს,დიდებულებს,მქადაგებლებსა და სუფიებს.სწორედ ამის გამო დაწერა აღფრთოვანებულმა არაბმა ავტორმა: “მე ვნახე აქ ისეთი პატივისცემა მუსლიმებისა,რაც მათ ბაღდადშიც არ ექნებოდათო”.ცნობილი შირვანელი პოეტი – ხაკანი,ამიტომაც მოიხსენიებს დემეტრეს,როგორც მეორე “ისკანდერს” ანუ “ალექსანდრე მაკედონელს”.ხაკანი წერდა: “სახელმწიფოს საყრდენი დავითის შვილი,რომელსაც დიდებულ პატრიარქს კი არა,კეისარს ვუწოდებ.დიდი წყალობა იქნება ისკანდერისათვის თუ კი დემეტრეს კეისარს კი არა,ისკანდერს ვუწოდებ.გულკეთილია,თუმცა მართლმორწმუნე (ესეიგი მუსლიმი არ არის).ამიტომ რკინაზე მის სახელად ლომს ვწერ.რაკი გულის სახლი მისი სიყვარულის სავანედ ვაქციე,კარზე მარადიულ სიყვარულს დავაწერ”.
შირვანელომა პოეტმა ფალაქმა დემეტრე მეფის სიკვდილზე,მას ოდა მიუძღვნა:
“მიიტაცა (სიკვდილმა) სახელმწიფო ტახტიდან გვირგვინოსანი.და მწუხარებისაგან ქვეყნიერების ლხინი შეწყდა.აფხაზეთისა და შაქის (იგულისხმება კახეთ-ჰერეთის) მეფეთ-მეფე,ვისაც დასავლეთში აღებული ხარკი აღმოსავლეთში მოჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი) დემეტრე დავითიანი,ბაგრატის მოდგმის თავი…მესიის მახვილი,რომელმაც ცის სივრცე ცის დროშათა ამალას წაუმძღვარა ფარად.
ვაგლახ,რომ ასეთი მართლმსაჯული ამ ქვეყნიდან ასე სწრაფად დასცა ძირს უგუნური ბედისწერის ხელმა… ვაი,რომ ფერფლზე მსუბუქი შექმნა ის უმძიმესი კაცი,რომლის გულის წადილის მიხედვით მოქმედებდა ბედისწერა”.
ქართლის ცხოვრებას “შენ ხარ ვენახის” მთქმელი დიდი – დემეტრე მეფე,ასე აღუწერავს:
“სვიანი (სვე-ბედის მქონე) და გამარჯვებული,სიმდიდრისა და დიდების მიუხედავად,თავმდაბალი,ღვთის მოშიში,გლახაკთა მოწყალე,ობოლთა და ქვრივთა გამკითხავი,მღვდელთა და ბერთა კეთილისმყოფელი,ეკლესიებისა და მონასტრებისათვის სოფლებისა და მიწების შემწირველი,სამეფოს დიდებულებთან და კარის მსახურებთან ტკბილად მოუბარი”.
მემატიანე დემეტრეს მეფობის დასახასიათებლად სოლომონ ბრძენის სიტყვებს იშველიებს: “მეფობის ნამდვილი გამომცდელი მშვიდობაა”. (ავტორი გენია.ჯი)