ალფრედ ბერნჰარდ ნობელის ნააზრევი…
“სულ მეუბნებიან,რომ ბევრი მეგობარი მყავს.სად არიან ისინი? იმ ილუზიებში,რომლებიც შეუმჩნევლად ჩაგიფრენს გვერდით,ან მონეტების ჩხრიალში.დამიჯერე,მეგობრების უმეტესობა იმ ძაღლს ჰგავს,რომელიც ვიღაცის ხორცით გამოკვებე,ან ჭიაყელას,რომელიც შენი სხეულით გამოძღა.მადლიერი კუჭები და მადლიერი გულები ტყუპები არიან”.
* * *
“დედამიწა ცრემლების ხეობაა,რომელშიც ჭიების მიერ შეჭმული გვამები დადიან.ვისაც ამ კურორტის ანატომიურ მუზეუმში წუთში ერთ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ძალუძს,შედარებით ჯანმრთელია.მაგრამ აქ ყოფნა ალბათ არც თუ ისე ძვირია,რადგან როგორც კი ადამიანი თავის მსგავს არსებას დაინახავს,წამსვე მადა ეკარგება.ეს სამყარო კი ყველაზე ცუდია იმ სამყაროებს შორის,რომლებიც შესაძლებელია არსებობდეს.ეს ფაქტი გამოცდილებით დასტურდება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მე მიზანთროპი ვარ,მაგრამ.ამავე დროს,საოცრად კეთილმოსურნე.საკმარისად ვაფრენ და თან სუპერიდეალისტიც ვარ,რომელიც ფილოსოფიას უფრო ეფექტურად ირგებს,ვიდრე საკვებს”.
* * *
“რა საცოდაობაა,როდესაც ცდილობ,გახდე ვინმე ან რამე ამ 1,4 მილიარდ ორფეხა და უკუდო მაიმუნს შორის,რომლებიც ჯამბაზებივით დარბიან წინ და უკან”.
* * *
“ძალიან დასანანი იქნება,ახლა წერილს თუ წავიღებ გაღმა,რადგან ჩემი ცხოვრება ბოლო დროს საოცრად საინტერესოდ ვითარდება.მას შემდეგ,რაც ურჩხულებმა ფილოსოფიის დოქტორად მომნათლეს,უფრო მეტად ფილოსოფოსი გავხდი,ვიდრე ვიყავი.ახლა უკვე ვხვდები,რომ სიტყვა “სარგებლიანობა” ფარდობითი ტერმინია”.
* * *
“რამხელა კონტრასტია ჩვენს შორის: შენ სიყვარულით,სიხარულით,ჟრიამულით ხარ გარშემორტყმული,შენი ცხოვრება დუღს,სულ ვიღაცაზე ფიქრობ და შენზეც ვიღაც ფიქრობსმვიღაცას ეფერები და ვიღაც გეფერება,ცხოვრებით კმაყოფილი ხარ.მე კი დავცურავ საჭისა და კომპასის გარეშე,როგორც უსარგებლო და მიტოვებული გემი,წარსულის ბედნიერი მოგონებებისა და ცრუ,მაგრამ ლამაზი ოცნებების გარეშე,რომლებსაც ადამიანის ფანტაზია ქმნის; პატივმოყვარეობის გარეშე,რომელიც ადამიანს თვითკმაყოფილებას ანიჭებს; ოჯახის გარეშე,რომელიც ადამიანის,რაც ცხოვრების გაგრძელების საუკეთესო საშუალებაა; არც მეგობრები მყავს გულის გასახარად და არც მტრები – რისხვის დასაკმაყოფილებლად. (ავტორი გენია.ჯი) სამაგიეროდ მაქვს თვითკრიტიკა,რომელიც ნებისმიერ პატარა ხარვეზს საშინელ სიმახინჯედ წარმოაჩენს და ნებისმიერ უუნარობას უმოწყალოდ ჰფენს ნათელს.მსგავსი კონტურების მქონე ავტოპორტრეტი სიხარულითა და კმაყოფილებით გაჟღენთილ ოჯახში შესაფერისი საკითხავი არ არის და მხოლოდ ნაგვის ყუთს იმსახურებს,სადაც ალბათ გადაეშვება კიდეც”.
* * *
“მე ვარ უსარგებლო ინსტრუმენტი,რომელიც მარტოა ამ სამყაროში და რომლის ფიქრიც უფრო მძიმეა,ვიდრე ვინმემ შეიძლება წარმოიდგინოს”. (ავტორი გენია.ჯი)