“დავით IV აღმაშენებლის ანდერძიდან”
“…ასე განსაჯა ღმრთის მართლმსაჯულებამ და მომიხმო მე და მისცა მას (დემეტრეს) მეფობა და ჩემი და თქვენი ღვაწლით ახლად შეძენილი მამული ნიკოფსიიდან დარუბანდამდის ზღვამდე და ოვსეთიდან სოერამდე და არაგაწამდე.და მივანდე (დემერტრეს) შვილები და დედოფალიცა… რათა თავისი ძმა გაზარდოს და თავის დებს,ჩემ საყვარელ შვილებს,სათანადო პატივი მიაგოს.ყოველივე ამას წინ წარუმძღვანე წმინდა ძელი ცხოვრებისა და მივეცი ჩემი დროშა სვიანი,ჩემი სამეფო აბჯარი და საჭურჭლე (განძი) ჩემი,ზემონი და ქვემონი… (იგულისხმება “ქვემო” დასავლეთ საქართველო – “ზემო” კი დანარჩენი საქართველო). (ავტორი გენია.ჯი)