ევროპარლამენტის “პოლიგლოტი”
“ევროპარლამენტში” – მთავარი თარჯიმნის ფუნქციას ასრულებს,ეროვნებით ბერძენი “პოლიგლოტი” - იოანის იკონომი.იგი,უკვე აღნიშნულ ორგანიზაციაში 15 წელიწადია რაც მუშაობს.როგორც ცნობილია ევროპარლამენტის ოფიციალურ ენად 23 ენა მიიჩნევა.48 წლის,”დიდი პოლიგლოტი” კი,არა მარტო 23 ენას,არამედ 32 ენას ფლობს სრულყოფილად.იოანისი ევრიპარლამენტში,მხოლოდ სინქრონული თარგმანებით არ გახლავთ დაკავებული.გარდა სინქრონული თარგმანებისა,იგი თარგმნის ურთულეს იურიდიულ ტექსტებსაც.
მშობლიური ენა იოანისისათვის ბერძნული ენაა.(ავტორი გენია.ჯი) ექვსი წლის ასაკიდან დაკავდა უცხო ენების შესწავლით და პირველი უცხო ენა,რომელიც მან შეისწავლა გახლავთ – ინგლისური ენა.ამავე პერიოდში დაიწყო გერმანული ენის შესწავლა და უკვე შვიდი წლის ბავშვი,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს სამ ენას ფლობდა (ბერძნული,ინგლისური და გერმანული).10 წლის ასაკში დაეუფლა იტალიურ ენას და საბოლოო ჯამში დღეს მან უკვე 32 ენა იცის.გარდა “ცოცხალი” ენებისა,ფლობს რამდენიმე იშვიათ მკვდარ ენასაც.მათ შორის – ლათინურს,ირლანდიულს,სანსკრიტულს და ძველსპარსულს.როგორც თავად აღნიშნავს,იგი არ აპირებს ამ ენებზე გაჩერებას და მის უახლოეს გეგმაში შედის – ეთიოპიური ენის შესწავლა.(ავტორი გენია.ჯი) ჟურნალისტების შეკითხვაზე,თუ როგორ ახერხებს მრავალი უცხო ენის შესანიშნავად შესწავლას,პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე აქვს: “ძალიან მარტივად.ჩემი მეთოდიკა ამა თუ იმ ენის შესწავლისა მდგომარეობს არა მარტო შესასწავლი ენის გრამატიკული წესების შესწავლაში,არამედ მისი კულტურისა და ტრადიციების გაცნობაშიც”.(ავტორი გენია.ჯი)