სკოპასი

სკოპასი - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 395 წელს,კუნძულ პაროსზე (საბერძნეთი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მოქანდაკე და არქიტექტორი გვიანდელი კლასიკის პერიოდისა.გარდა ამისა იგი წარმოადგენდა იმ თვალსაჩინო წარმომადგენელს ახალატიკური სკოლისა და ერთ-ერთ პირველ ოსტატს ბერძნული კლასიკური ხელოვნებისა,რომელმაც უპირატესობა მიანიჭა მარმარილოზე მუშაობას.პრაქტიკულად მან უარი თქვა ემუშავა ბრინჯაოზე (როგორც წესი იყო) და სხვა მასალაზე,რომელსაც ძველი მოქანდაკეები იყენებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) იგი მუშაობდა ძველბერძნულ და მცირე აზიურ ქალაქებში – თეგეაში,ჰალიკარნასში,ეფესოში,ფივასა და სხვა ქალაქებში თუ ქვეყნებში.თანამშრომლობდა ძველბერძენ დიდ მოქანდაკესთან და ხელოვანთან – პრაქსიტელესთან (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში),რომელიც ცნობილია,როგორც ავტორი გენიალური ქანდაკებებისა “აპოლონი” და “ჰერმესი პატარა დიონისეთი”. (ავტორი გენია.ჯი) სკოპასი მონაწილეობას იღებდა ქალღმერთ ათენას ტაძრის აგებაში თეგეაში ძვ.წ.აღ-ით 350 წელი.ასევე არქიტექტორი და მოქანდაკე გახლდათ ისეთი ღირშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლისა,როგორიც გახლდათ “ჰალიკარნასის მავზოლეუმი” (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე).ბევრი მისი ნამუშევარი ცნობილია,როგორც ასლები ძველრომაული ქანდაკებებისა,მაგალითად “ახალგაზრდა ჰერაკლე”,”მენადა” და სხვა ნამუშევრები.როგორც პავსანია წერდა: “მან გადააჭარბა და აჯობა მანამდე აგებულ სხვა არქიტექტურულ ძეგლებს,როგორც ზომებით ასევე სრულყოფილებითაც”.სკოპასი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 350 წელს.მისი გადარჩენილი ხელოვნება კი წარმოდგენილია მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში. (ავტორი გენია.ჯი)

სკოპასის დღემდე შემორჩენილი შემოქმედება