ანტონიო ბელუჩი
ანტონიო ბელუჩი - დაიბადა 1654 წელს პიევე-დი-სოლიგოში (იტალია).იგი გახლდათ ის გენიალური იტალიელი მხატვარი,რომლის ტილოებმაც უდიდესი ხელოვნების მქონე ქვეყნებიც კი დაიპყრო.მაგალითად ისეთები,როგორებიც გახლავან გერმანია,საფრანგეთი,ავსტრია და სხვა ქვეყნები.ხატვის შესწავლის ნიჭი ბავშვობიდანვე დაჰყვა.თავდაპირველად სწავლას იწყებს შიბენეკში (იმ დროინდელი ვენეციის კოლონია,დღევანდელი ხორვატიის ქალაქი),ცნობილ სამხატვრო ხელოვანთან – დომენიკო დიფნიკოსთან.1675 წელს მიემგზავრება ვენეციაში,სადაც ძირითადა მისი შემოქმედება ეკლესიების მოხატვას ეძღვნებოდა. (ავტორი გენია.ჯი) 1692 წელს ანტონიო მიემგზავრება ავსტრიაში.იქ კლოსტერნოუბურგის ოთხი ტაძრის საკურთხევლის მოხატვით კავდება.1695 წლიდან 1700 წლის ჩათვლით ცხოვრობდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.იმავე წელს ბრუნდება ვენეციაში,თუმცა დიდხანს არ ჩერდება იქ და ბრუნდება 1700 წელსვე ვენაში,სადაც 1702 წლამდე რჩება.რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის კარლოს VI-ის (1685-1740 წლები) შეკვეთით მოხატვას იწყებს ლიხტენშტეინის სასახლის,სადაც მხატვარმა გრანდიოზული სამუშაო შეასრულა.მან ამ სასახლეში დახატა უზარმაზარი ჭერის ფერწერული სურათები,რომელთა შორის გამოსარჩევია “ჰერკულესის ტრიუმფი” და ასევე სხვა ალეგორიული ჟანრის სურათები.1705 წელს ანტონიო მიემგზავრება დიუსელდორფში პლაც-ნოიბურგის პლაცგრაფ-ჰერცოგის იოჰან ვილჰელმის (1658-1716 წლები) მიწვევით.სადაც მან მისი შეკვეთისთ რამდენიმე სამხატვრო სამუშაო შეასრულა. (ავტორი გენია.ჯი) დიუსელდორფში ბელუჩი 1716 წლამდე რჩება და ამავე წელს მიემგზავრება ინგლისში.ამ ქვეყანაში ყოფნის პერიოდში შეასრულა რამდენიმე შეკვეთა ჰერცოგ ჯეიმს ბრიჯესისა.მოგვიანებით ანტონიო ბრუნდება სამშობლოში,სადაც იგი 1726 წელს პიევე-დი-სოლიგოში გარდაიცვალა.მისი შემოქმედება,ისეთები როგორებიცაა “რინოლდო და არმიდა” (დაცულია ლიუბლინას ეროვნულ მუზეუმში,სლოვაკეთი),”კიმონი და პერო” (დახატული 1685 წელს),”ტარკვილინიუსი და ლუკრეცია” და სხვა ნამუშევრები დღესაც გაოცებას,აღფრთოვანებას იწვევს მნახველში.მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმებსა და გალერეებში.ანტონიო ბელუჩი იტალიური სამხატვრო ხელოვნების მართლაც გენიალური წარმომადგენელი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)
ანტონიო ბელუჩის შემოქმედება