მიხეილ იოგელი – “სიჩუმე”
“რა შეიძლება იყოს უფრო სრულყოფილი,უფრო მშვენიერი და ამაღლებული,ვიდრე სიჩუმე.
განა სიჩუმე არ უსწრებს წინ ყველა ჭეშმარიტად დიად მსოფლიო მოვლენას და განა ამით არ არის ძვირფასი ჭექა-ქუხილი და ქარიშხლები რომ მათ მიღმა… სიჩუმეა?!
სიჩუმე ყოველგვარი სიყვარულის აპოთეოზია,სიჩუმე ბრძენთა აკვანია!
განა სიჩუმეში არ მწიფდებიან ჭეშმარიტად დიდი მოღვაწეები და განა მომავალი დიადი სიჩუმისათვის არ შეიქმნა სამყარო თავისი ურიცხვი ნაირსახეობებით,ღრმა ვნებებითა და მათთან დაუსრულებელი ბრძოლით?!
სიჩუმეში არავისი ხმა არ გესმით; სიჩუმეში ვერ ამჩნევთ ვერანაირ მოძრაობას,და ამასთან სიჩუმე ძალიან არაიშვიათად,თითქმის ყოველთვის,გაგრძნობინებთ ისეთ სიმშვიდეს,ცნობიერების იმგვარ ნეტარებას,გრძნობათა იმნაირ ჰარმონიას,რომ ამას უკვე სხვა ვეღარანაირ სიამოვნებაში გაცვლით… სიჩუმე – ეს უსიტყვო ლოცვაა,მაგრამ ისეთი ლოცვა,თითქოს მხოლოდ თქვენ კი არ ლოცულობთ,არამედ – ყველა ზეციური ძალა და ყველაფერი მიწიერი თქვენთან ერთად,ყველაფერი,ყველაფერი თქვენთან არის; სიჩუმე – ეს უსაგნო ჭვრეტაა,სიყვარულია საყვარელი პირის გარეშე,ხოლო მთლიანობაში – მათი დასი და გუნდია,ვისაც უყვარს და ვინც უყვართ.
იგი ჩვენი ერთადერთი სინამდვილეა,ერთადერთი ჭეშმარიტი ბედნიერებაა,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს შეეძლო ებოძებინა ადამიანისათვის.მისთვის არ არსებობს სიკვდილი ისევე,როგორც არ არსებობს დაბადება.ის ყოველთვის იყო,არის და იქნება. (ავტორი გენია.ჯი) განა არ ტკბებოდნენ მისით ჩვენი ძალზე ადრეული წინაპრები,და არ ვტკბებით დღეს ჩვენ?! ყველაფერი წარმავალია,ყველაფერი იცვლება გარშემო – ადამიანები და ცხოველები,სახელმწიფოები და მთლიანი ერები,გარეგნული ყოფის ფორმები და ადამიანთა შეხედულებები – ხშირად დღეს შავს ვუწოდებთ იმას,რაც ჯერ კიდევ გუშინ თეთრი იყო და,პირიქით… ის კი,სიჩუმე,ისეთივე რჩება,როფორიც იყო შექმნის დღიდან…
სიჩუმე ადამიანის სულის ყველაზე დაუნდობელი მამხილებელი და მიუკერძოებელი მსაჯულია.ბევრი მას მიტომ გაურბის,რომ მასში ცხოვრებისადმი ყველაზე კრიტიკული დამოკიდებულების ჯანმრთელი ელემენტებია ჩადებული.ყველას ჯეროდეს,რომ ქვეყნად არ არსებობს ისეთი მდიდარი,რომელიც სიჩუმის გრძნობით მდიდარ კაცს შეედრებოდა.წეშმარიტად სიჩუმე – ეს ის ღვთიური ძალაა,რომელიც მხოლოდ ცალკეულ ადამიანთა ცხოვრებაში კი არა,არამედ მსოფლიო საკაცობრიო მოვლენებში ასრულებდა და ასრულებს უდიდეს როლს.ყველაზე ნათელი აზრები,ყველაზე დიადი აღმოჩენები,ლიტერატურის,ფერწერის,პოეზიის საუკეთესო ნაწარმოებები იბადებოდა სიჩუმის აკვანში და იზრდებოდა მის საფარქვეშ. (ავტორი გენია.ჯი) თავად სოფლის მაცხოვარს უყვარდა სიწყნარე.მისთვის გადიოდა უდაბნოში და ლოცულობდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ სრულ სიმშვიდეში.კეთილსინდისიერად გადაავლეთ თვალი თქვენ პირად ცხოვრებას და ნახავთ,რომ ამ ცხოვრებაში საუკეთესო განცდები,საუკეთესო აზრები,იდეები,ყველაზე ამაღლებული ლოცვები,ყველაზე გულშიჩამწვდომი ღვაწლი მოტმინებისა,მიტევებისა,მორჩილებისა,გულმოწყალებისა და სიყვარულისა თქვენს გულში ჩასახულა მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სიჩუმის მომენტში.ის მხოლოდ ის,არა ფორმა მოვლენისა,არამედ თვითონ მოვლენა,თვითონ არსი,როგორც მთლიანი და როგორც ნაწილი სულის დიადი ჰარმონიისა,რომელზეც ჯერ კიდევ იესო ქრისტე ბრძანებდა (ცათა სასუფეველი თქვენშია),სწორედ ეს,ჩვენს სულებში ღრმად ჩამარხული ცათა სასუფეველი,არის და ამართლებს ჩვენი მიწიერი ყოფის ხილულ უაზრობას.წინ უსასრულობაა… სიჩუმეა,სულის დიადი ჰარმონიის სიჩუმე,რის მისაღწევადაც ყოფილა ყველაფერი,არის და იქნება. (ავტორი გენია.ჯი)