“წმინდა მამათა” შეგონებანი…
1. ჩვენი გამოჯანმრთელების შემდგომ ღვთის მიმართ გამოვლენილი ყველაზე დიდი მადლიერება ის იქნება,რომ სიცოცხლის დანარჩენი დრო მისი მცნებებით ცხოვრებაში გავლიოთ.
“წმინდა პიმენ მრავალსნეული”
2. რა არის ჩვენი საფლავები? კალო უფლისა,რომელზეც მარცვალივით ითესება სხეული და მათგან,ჩვენთვის შეუცნობელი გზებით,ოდესმე აღმოცენდება ახალი,უკვდავი სხეული,ისევე,როგორც მცირე ზომის გახრწნილი მარცვალი სასწაულებრივად აღმოაცენებს ხოლომე ულამაზეს თავთავს.
3. ლოცვის გარდა სულიერი თანამოსაუბრეც გჭირდება,რომელიც მწუხარებიდან და სევდიდან ყურადღებას გადაგატანინებს.
“იღუმენი ნიკონი”
4. ჩვენი სიყვარული – ქრისტეს ვნებებს,ჩვენი რწმენა – მის აღდგომას,სასოება კი მის ამაღლებას ეფუძვნება.
“წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი”
5. ჭამისა და სმისაგან დასნეულებული მრავალი უნახავს კაცს,ხოლო თავშეკავებისაგან არავინ.
“წმინდა გაბრიელ ქიქოძე” (ავტორი გენია.ჯი)