“ადამიანთა სულიერი ღვაწლი და სულიერი სენი”
“სათნოება” – წმინდა სულიერი ჯაჭვისაგან არის შეკრული: ლოცვა სიყვარულისაგან,სიყვარული – სიხარულისაგან,სიხარული – სიმშვიდისაგან,სიმშვიდე – თავმდაბლობისაგან,თავმდაბლობა – მსახურებისაგან,მსახურება – სასოებისაგან,სასოება – რწმენისაგან,რწმენა – მორჩილებისაგან,მორჩილება – უბრალოებისაგან.
“მანკიერებანიც” ადამიანთა ერთი მეორის წარმოშვებით არიან დაკავშირებულნი: სიძულვილი – გაღიზიანებულობისაგან,გაღიზიანებულება – სიამაყისაგან,სიამაყე – პატივმოყვარეობისაგან,პატივმოყვარეობა – ურწმუნოებისაგან,ურწმუნოება – გულქვაობისაგან,გულქვაობა – დაუდევრობისაგან,დაუდევრობა – უდებებისაგან,უდებება – გაუფრთხილებლობისაგან,გაუფრთხილებლობა – მოწყინებისაგან,მოწყინება – სასოწარკვეთილებისაგან,სასოწარკვეთილება – სულმოკლეობისაგან,სულმოკლეობა – ავხორცობისაგან.
ჯანმრთელ და კეთილ ხეს ნაყოფით ვცნობთ,ასევე სულის სიჯანსაღე და სწორი მდგომარეობა კეთილი საქმეებით შეიცნობა.წმინდა მამები ამგვარი თანმიმდევრობით გვისახელებენ ჩვენი სულიერი ღვაწლის კეთილ ნაყოფთ:
1. სიმართლე – სიკვდილისაგან გვიცავს.
2. სიწმინდე – ღმერთთან მივყავართ.
3. სიყვარული – სადაც ის არის,იქ ღმერთია.
4. შრომა – სხეულის პატივი,სულისათვის სარგებელი.
5. მორჩილება – წმინდა საქმე და ხზნის სწრაფი გზა.
6. თავმდაბლობა მადლიერებითურთ – მისით თვით ეშმაკიც კი კრთის.
7. თავშეკავება.
8. განსჯა.
9. განუკითხაობა – ყველა სათნოებაზე ათმატებული.
10. სინანული – უფლისა და ანგელოზთა სიხარული.
11. ლოცვა მარხვითურთ – ღმერთთან შეერთება.
12. მოწყალება – თავად უფლის საქმე.
ადამიანის სულიერი მდგომარეობა არა მარტო კეთილი ღვაწლით გამოირჩევა,არამედ სენისგანაც,რომელთაც ბოროტება (ეშმაკის სამსახური) ჰქვია.ამიტომ ადამიანმა მაქსიმალურად უნდა იღვაწოს,ჰქმნას სიკეთე,რომ ეს სენი არ შეეყაროს და სული მისი ბნელით მოსილი ჯოჯოხეთისთვის არ დაუტევოს.არსებობს რვა ზრახვა,რომელნიც მომაკვდინებლად მოქმედებს ადამიანთა სულებზე,ეს ზრახვებია:
1. ნაყროვანება – იგი დაიძლევა ლოცვით,თავშეკავებით და მარხვით. (ავტორი გენია.ჯი)
2. სიძვა – იგი დაიძლევა ლოცვით,უბიწოებით,სიფხიზლით და ყოველთვის გახსოვდეს სიკვდილი და გაიმარჯვებ.
3. ვერცხლისმოყვარეობა – იგი დაიძლევა ლოცვით,მომხვეჭელობისა და მფლანგველობისათვის ზურგის შექცევით.
4. რისხვა – იგი დაიძლევა ლოცვით,სიმშვიდით და დიდსულოვნებით.ყოველთვის გაიხსენე თუ როგორ მოექცნენ ჩვენს უფალს იუდეველები და იფიქრე იმაზე,რომ იესო ქრისტე კი არ განრისხდა მათზე,არამედ მათვის ლოცულობდა კიდეც.
5. უდროო მოწყინება – იგი დაიძლევა ლოცვით.არასდროს იდარდო დროებითზე,იდარდე მხოლოდ მაშინ როდესაც შესცოდავ,მაგრამ ამაშიც ზომიერება უნდა დაიცვა.
6. სასოწარკვეთა – დაიძლევა ხშირი ლოცვით,რათა გასაქანი არ მისცე საკუთარი სულით დაცემას.
7. პატივმოყვარეობა – დაიძლევა ლოცვით.შეიძულე თავის ქება,პატივის მიღება,პირველობა (უპირატესად გრძნობა),მუდმივად იფიქრე,რომ ყველაზე ცოდვილი ხარ.
8. ამპარტავნება – დაიძლევა ლოცვით.ნურასდროს მოიწონებ შენივე გაკეთებულს,ნურც იტყვი,რომ ის შენი ნახელავია.ხაზი გაუსვი,რომ ეს ღვთის შემწეობითა და მისი მფარველობით კეთდება და არა შენი ძალისხმევით. (ავტორი გენია.ჯი)