ჩინგიზ ყაენის შესახებ…

“მეც ის მაცვია,რაც ძროხებისა და ცხენების მწყემსებს და იმ საჭმლით ვიკვებები,რითაც ისინი.ჩვენ ერთნაირად ვწირავთ მსხვერპლს და სიმდიდრეს თანაბრად ვინაწილებთ.მე მძაგს ფუფუნება და მუდამ ვიცავ ზომიერებას”!

“ჩინგიზ ყაენი”

“ჩინგიზ ყაენმა და მისმა შთამომავლებმა დედამიწა შეაზანზარეს: ბოლო მოეღო სულთნების ხელმწიფებას,დაემხო ხალიფების ხელისუფლება,თავიანთ ტახტებზე ცახცახებდნენ კეისრები.

“ედუარდ გიბონი” (ავტორი გენია.ჯი)

“დიდ მბრძანებელს ჩინგიზ ყაენი ერქვა,მთელ სამყაროს მოსდებოდა ვისი დიდებაც ად არვინ იყო ცისქვეშეთში მისი ბადალი”.

“ჯეფრი ჩოსერი”

“დამანგრეველი ტირანი… რომელიც ამაყად მიაბიჯებს მეფეთა თავებზე,მაგრამ არაფრად აღემატება ომისა და სისხლის ღვრისთვის დაბადებულ ველურ სკვით ჯარისკაცს”.

“ვოლტერი”

“მიწა არ არის,მონღოლთა ბედაურებს ფეხი არ დაედგათ.ისინი ხან ცად ამაღლდებიან,ხანაც ზღვის ბნელ სიღრმეებში დაინთქმებიან”.

“იელუი ჩუცაი” (ავტორი გენია.ჯი)

“დიდი ყაენი ყველაზე ძლევამოსილი კაცია როგორც პატივისცემით ქვეშერდომთა მხრიდან,ისე მიწებითა და საგანძურით”.

“მარკო პოლო”

 ”ჩინელი და პარიზელი ხელოვანნი ერთმანეთს ეჯიბრებიან დიდი ყაენის მსახურებაში”.

“ედუარდ გიბონი”

“ლიდერისათვის მთავარი ღირსება თვითკონტროლია; კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიამაყის დათრგუნვის უნარი,რაც ლომის მოთვინიერებაზე რთული საქმეა.კაცმა უნდა შეძლოს თავისი მრისხანების მოთოკვა – ეს ისევე ძნელია,როგორც ტომის საუკეთესო მებრძოლის დამარცხება.თუ ვერ შეიძლებთ პატივმოყვარეობის დაძლევას,ხალხი არ გამოგყვებათ.არასოდეს იფიქროთ,რომ სხვაზე ჭკვიანები ხართ – ნადირს შეუძლია ყველაზე მაღალ მთაზე ავიდეს და როცა მწვერვალს მიაღწევს,მთაზე მაღალი გამოჩნდება.იგი ვერ იქნება ბედნიერი,თუ მისი ხალხი უბედურია და თუ კაცი მიზანს არ დაისახავს,სხვებისას კი არა,თავის ცხოვრებასაც ვერ მოაწყობს”.

“ჩინგიზ ყაენის დარიგება შვილების მიმართ”. (ავტორი გენია.ჯი)