სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“სოკრატე უკეთ მსჯელობდა სიქველეზე,ვიდრე პითაგორა,მაგრამ ისიც არ იყო მთლად სწორი,რამდენადაც სიქველეს აქცევდა ცოდნად.ეს სწორედ რომ შეუძლებელია,ვინაიდან ყოველგვარი ცოდნა დაკავშირებულია რაღაც საფუძველთან,საფუძველი კი არსებობს მხოლოდ აზროვნებაში,ის მაშასადამე,ათავსებს ყველა სიქველეს სულის მოაზროვნე ნაწილში.
ამიტომ ის სპობს სულის გრძნობად ნაწილს,კერძოდ,მიდრეკილებებს და ზნეს.სოკრატე,ერთი მხრივ,საკმაოდ სწორად იკვლევდა,მაგრამ,მეორე მხრივ,არასწორად,ვინაიდან არაა სწორი,რომ სიქველე არის ცოდნა.მაგრამ სწორია იმაში,რომ სიქველე არ არსებობს ცოდნის გარეშე.სოკრატემ სიქველე აქცია ცოდნად,ჩვენ კი ვამბობთ,სიქველეს თან ახლავს ცოდნა”. აღნიშნული სიტყვების ავტორი,გენიალური სოკრატეს შესახებ,გახლდათ უდიდესი ძველბერძენი მეცნიერი და ფილოსოფოსი – არისტოტელე.
სოკრატეს ამ პრინციპის მკაცრი მეცნიერული შეფასება ჩვენთვის ნაკლებადაა საინტერესო.ჩვენთვის უფრო საინტერესოა მისი ფილოსოფიის ისტორიული შეფასება.ამ პრინციპის შემოსვლა ანტიკურ სამყაროში იმაზე მიუთითებს,რომ ანტიკურობაში დადგა ტრადიციული მითოსურ-რელიგიური ყოფნის დასასრული,როცა ადამიანი დანდობილი იყო ტრადიციას და ცხოვრობდა უშუალო,შეუმოწმებელი ცოდნით,ანუ რწმენით.(ავტორი გენია.ჯი) ძველ ბერძნულ ყოფაში დაისადგურა ფილოსოფიამ,როგორც ყოფნის გარკვეულმა წესმა.მან მითოსის და რელიგიის ადგილი დაიკავა.შესაბამისად,აქამდე მიღებული სახელმწიფოებრივი და საერთო საზოგადოებრივი ცხოვრების ფუძემდებლური პრინციპები რეფლექსიის საგნად იქცნენ; მაშასადამე,როგორც უშუალობანი,თავისთავად ცხადნი, – დაირღვნენ.
სოკრატეს ამ რაციონალუისტურ-ეთიკური პრინციპიდან გასაგები ხდება მისი განსაკუთრებული ინტერესი ცოდნის პრობლემისადმი.თუ ადამიანის მთავარი საქმე ზნეობრივი სრულყოფაა,ეს კი ცოდნაზეა დამოკიდებული,მაშინ პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ცოდნის რაობის და მისი მოპოვების გზების განსაზღვრას.
სოკრატე,რომელიც ცხოვრების უშუალო საფუძვლების,საცხოვრები რწმენის დარღვევაში სოფისტიკის მოკავშირეა,აი,აქ პრინციპულად ემიჯნება მას.სოკრატეს აზრით,არსებობს ჭეშმარიტებისა და მცდარობის აბსოლუტური განსხვავება და ყველა ადამიანს შეუძლია მათი გარჩევა.რამდენადაც ყველა ადამიანში არის ერთი და იგივე თეორიული სუბიექტი,გონება,უცვლელი ყველასათვის საერთო წესებად და პირველადი პრინციპით.თუ პროტაგორა,გვიანდელი ტერმინებით რომ ვთქვათ,ადამიანში მხოლოდ ფსიქოლოგიურ სუბიექტს ხედავდა,სოკრატე ამ უკანასკნელს იქით,მის სიღრმეში თეორიულ სუბიექტს ხედავს.პირველი ფსიქოლოგიური სუბიექტი ჰერაკლიტეს სამყაროს “მოქალაქეა”,მეორე,თეორიული სუბიექტი – “ელეატური” სამყაროსი.
როგორც ვხედავთ,”ჰერაკლიტიზმის” და “ალეატიზმის” დაპირისპირება,რომელიც აქამდე კოსმოლოგიას მსჭვალავდა,ახლა ანთროპოლოგიაში შემოდის.ჰერაკლიტური სამყაროს ფსიქოლოგიურ სუბიექტს აქვს შეხედულება, – იტყვის სოკრატე და შემდეგ,მის კვალად – დიდი ბერძენი ფილოსოფოსები სისტემური პერიოდისა,ხოლო ელეატური სამყაროს თეორიულ სუბიექტს – ცოდნა.თუ სოფისტები ანთროპოლოგიური პერიოდის “ჰერაკლიტისტები” არიან,სოკრატე ამავე პერიოდის “ელეატისტია”.
სოკრატეს საგანგებოდ არ უკვლევია ეს თეორიული სუბიექტი.გონების სტრუქტურა; მაგრამ მას ურყევად სწამდა ამ სუბიექტში,გონებაში ეგრეთწოდებული თანდაყოლილი ჭეშმარიტების არსებობა,რაც შემდეგ პლატონთან დადგა ყურადღების ცენტრში.ამ ჭეშმარიტებაში მას ესმოდა ის უზოგადესი თეორიული პრინციპები,რომლებიც,ასე ვთქვათ,აქსიომურია შინაგანი თეორიული სუბიექტისათვის,გონებისათვის და ამიტომ მისაღები ყველა ადამიანისათვის,ოღონდ კი უკანასკნელი ჩაუფიქრდეს მათ.(ავტორი გენია.ჯი) ამიტომ ამბობდა სოკრატე,რომ ყველა ადამიანი შინაგანად დაატარებს ჭეშმარიტებას,ოღონდ არ იცის ამის შესახებ და გარედან სჭირდება დახმარება “თავისივე ჭეშმარიტების” აღმოსაჩენად,მის “დასაბადებლად”.ასეთი დამხმარე ძალა უნდა იყოს ფილოსოფოსი.ამგვარი ძალის ფუნქციას კისრულობს თავად სოკრატე და ამიტომ თავისთავს ადარებს – ბებიაქალს.ის ამბობდა,რომ დედამისი ფლობდა ამ ხელობას – ეხმარებოდა ქალებს მშობიარობაში, და თვითონაც მას დაემგვანა,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ ეხმარება ადამიანებს ჭესმარიტების დაბადებაში.სწორედ ამიტომ ცოდნის მოპოვების სოკრატესეულ მეთოდს ის – მაიევტიკას უწოდებდა,რაც ბერძნულად – “ბებიაქალობას” ნიშნავს.(ავტორი გენია.ჯი)