“ალექსიადა”
“ალექსიადა” - ბერძნულ ენაზე – ”ალექსიასი”,გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი ბიზანტიური ლიტერატურისა და ისტორიისა.იგი დაწერილ იქნა ბიზანტიის იმპერატორის – ალექსი I კომნენოსის (1056-1118 წლები) და ირინე დუკინას,უფროსი ქალიშვილის – ანა კომნენოსის (1083-1153 წლები) მიერ. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ დაწერილი “ალექსიადა” ჯვაროსნული ომების დროინდელი ბიზანტიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყაროა და მოიცავს პერიოდს 1056-1118 წლებისა.რომელშიც აღწერილია ისტორია ალექსანდრე I კომნენოსისა.საერთო ჯამში “ალექსიადა” ისტორიული ჟანრის გახლავთ,თუმცა იგი ამასთანავე ლიტერატურული ძეგლიცაა.მასში მოყვანილია უამრავი ციტატები და ნათელი გამოსახულებები მოქმედი პერსონაჟებისა.ანა კომნენოსი გახლდათ თვითმხილველი მრავალი იმ ფაქტისა,რომელიც ამ ნაწარმოებში აქვს მოყვანილი.”ალექსიადას” მოქმედ პერსონაჟთა შორის არიან ასევე მისი უახლოესი ნათესავები.ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა,იგი მოიცავს პირველი ჯვაროსნულ ლაშქრობას,ამ ლაშქრობის ხელმძღვანელთა მონაცემებს,ღვთისმეტყველებას,ერეტიკოსობას და სხვა უმნიშვნელოვანეს მოვლენებს იმ პერიოდისა.სწორედ ამ მიზეზთა გამო “ალექსიადა” ბიზანტიის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროდაა მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)