ალბერტ აინშტაინი “ფიზიკის შესახებ”…
“მათემატიკას რომ,გარკვეულ ზომამდე,ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი,ამის მიზეზი მხოლოდ ის კი არ ყოფილა,რომ ბუნებისმეცნიერული ინტერესი სჭარბობდა მათემატიკურს,არამედ – შემდეგი განსაკუთრებული გამოცდილება.მე ვხედავდი,რომ მათემატიკა დასახსრული იყო მრავალ სპეციალურ სფეროდ,რომელთაგან თითოეულს შეიძლებოდა მთელი ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლე დათმობოდა. (ავტორი გენია.ჯი) მე კი ბურიდანის ვირის მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი,რომელსაც ვერ გადაეწყვიტა,თივის რომელ გროვისკენ გადაედგა ნაბიჯი.როგორც ჩანს,ამის მიზეზი ის გახლდათ,რომ ჩემი ინტუიცია მათემატიკის დარგებში არასაკმარისად ძლიერი იყო… მაგრამ მალე აქ (ფიზიკაში0 ვისწავლე იმის მიკვლევა,რასაც სიღრმისაკენ გაძღოლა შეეძლო,უპირველეს ყოვლისა კი – იმის უკუგდება,რაც გონს ამძიმებს და არსებითისაგან გადაახვევინებს”. (ავტორი გენია.ჯი)