ლი ჰუნჩჟანი – “ეპიზოდი”
ლი ჰუნჩჟანი (1823-1901 წლები) – ჩინეთის უკანასკნელი “ცინის” დინასტიის (1644-1911 წლები),საიმპერატორო სასახლის,XIX საუკუნის ყველაზე გავლენიანი და ოდიოზური სახელმწიფო მოხელე გახლდათ.მისი სახელი ჩინეთის ისტორიაში ფიგურირდება,ისეთი აჯანყებების ჩახშობაში,როგორებიც იყო – ტაიპინთა აჯანყება (1850-1864 წლები) და ნანცზიუნების აჯანყება (1852-1868 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ასევე ის გახლდათ სახელმწიფო მოხელე ჩინეთის ისტორიისა,რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთის იმპერიისა და რუსეთის იმპერიის ხელშეკრულებას 1896 წელს და ეს ხელშეკრულება სათავე გახდა ჩინეთის ისტორიაში ცნობილი მოვლენისა,რომელსაც სინონიმად “არათანაბარი (უთანასწორო) ხელშეკრულება” უწოდეს.მას შემდეგ,რაც ჩინეთამდე ჩააღწია ხმამ მაქსიმის მიერ გამოგონებული ცნობილი იარაღის შექმნის შესახებ (რომელიც წუთში 600-ზე მეტ გასროლას აკეთებდა),იგი იმპერატორის მიერ მივლინებულ იქნა ლონდონში,სადაც უნდა ენახა და მოწონების შემთხვევაში შეესყიდა იგი ჩინეთის არმიისათვის.ნანახით აღფრთოვანებულმა ლი ჰუნჩჟანმა იკითხა თუ რა ჯდებოდა წუთში ამ იარაღიდან გასროლა. (ავტორი გენია.ჯი) წუთში 130 გირვანქა – იყო პასუხი.რაზეც დაფიქრებულმა იქ მყოფთ უთხრა: “ეს ტყვიამფრქვევი ჩინეთისათვის ზედმეტად სწრაფად ისვრისო”.მოგვიანებით ლი ჰუნჩჟანს,ჩინეთის იმპერატორმა დიდი პატივი დასდო და “ყვითელი ქურთუკი” უბოძა.გარდა ამისა მიენიჭა უფლება,რომლის თანახმადაც უფლება ენიჭებოდა ჩინეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის აღზრდისა.1900 წელს ხელმძღვანელობდა “რვა ქვეყნის ალიანსთან” ცნობილი მოლაპარაკებებს.ლი ჰუნჩჟანი გარდაიცვალა 1901 წლის 7 ნოემბერს.ჩინეთის ისტორიაში კი სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი,როგორც ერთ-ერთმა გამორჩეულმა “ოდიოზურმა” სახელმწიფო მოხელემ. (ავტორი გენია.ჯი)