რონალდ რეიგანის “არაოფიციალური წერილი” – ლეონიდ ბრეჟნევს”

“ბატონო პრეზიდენტო,ჩვენი ათი წლის წინანდელი სან-კლემენტეს შეხვედრა მაგონდება.მე მაშინ კალიფორნიის შტატის გუბერნატორი ვიყავი,თქვენ პრეზიდენტ ნიქსონს ხვდებოდით.მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა ამ შეხვედრების შედეგს.არასოდეს მშვიდობა და კეთილი ნება ასეთი ხელშესახები არ ყოფილა.

მე მაშინ გკითხეთ – იცით,მილიონობით ადამიანის ოცნება და იმედი თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე რომ არის დამოკიდებული-მეთქი.თქვენ ჩემი ხელი ორივე ხელში მოაქციეთ და მითხარით,რომ იცოდით და გულით და სულით გსურდათ,მილიონების ოცნება აგესრულებინათ.

ეს ოცნება და იმედი მსოფლიოს ხალხებს კვლავაც აქვთ.ეთნიკური და რასობრივი განსხვავებების მიუხედავად,მათ ბევრი რამ აერთიანებთ. (ავტორი გენია.ჯი) ყველა ხალხს უნდა,ღირსეულად წარმართოს თავისი ბედი; უნდა,სამუშაოს არჩევანი ჰქონდეს და შრომა საკადრისად აუნაზღაურდეს; უნდათ,შვილები მშვიდობაში აღზარდონ და არც სხვა ერები დააზარალონ.თუ,როგორც ვიღაცებს ჰგონიათ,არსებობენ ხალხები,ვისაც თავიანთი ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ,რა გზით გამოვარჩიოთ ისინი,ვინც სხვებს მართავენ? ვითომ არსებობს ისეთი იდეოლოგია,რომელიც ხალხის ყოველდღიურ პრობლემებს მოაგვარებს? ვითომ საბჭოთა კავშირში საშუალო ოჯახი უკეთ იცხოვრებს,თუ ავღანეთში თავიანთ ხელისუფლებას დაუნიშნავენ? ან კუბელებს რას შემატებს ანგოლაში სამხედრო დიქტატურის დამყარება?

ამბობენ,ამერიკას ტერიტორიული ამბიციები და იმპერიალისტური ზრახვები აქვს.მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა,შეერთებული შტატები ერთადერთი,დაუზარებელი ინდუსტრიული ძალა იყო მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი) სამხედრო თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა ყველაზე ძლიერი იყო და მხოლოდ ჩვენ ვფლობდით ატომურ იარაღს.იარაღს,რომელსაც ნებისმიერ წერტილში გამოვიყენებდით.ჩვენ რომ მაშინ მსოფლიოში დომინირება გვდომოდა,ვინ აღგვიდგებოდა წინ? მაგრამ შეერთებულმა შტატებმა სხვა კურსი აირჩია – მთელი ძალაუფლება და სიმდიდრე ომით დაზარალებული ქვეყნების,მათ შორის,ჩვენი მტრის ეკონომოკის აღდგენას მოვახმარეთ.განა არსებობს რაიმე საფუძველი,ამერიკა იმპერიალიზმში დაადანაშაულო?

ბატონო პრეზიდენტო,მოდით შევეცადოთ,თვალი არ ავუხვიოთ ჩვენს ხალხებს,რაც ხელს შეგვიშლის ყველაზე სასურველი მიზნის მიღწევაში.იმედი მაქვს,ამით ორივე ქვეყანას ვეხმარები”.

P.S. ეს “არაოფიციალური წერილი” რონალდ რეიგანის პირველი მცდელობა იყო (ამასთანავე პირველი წერილიც) პრეზიდენტად არჩევის შემდეგ (1981 წელი),რომელიც ლეონიდ ბრეჟნევს გაუგზავნა.ამით მას სურდა  ”ბოროტების იმპერიისათვის” ეჩვენებინა,რომ მთავარი მისწრაფება მშვიდობა და ადამიანების კეთილდღეობა გახლდათ.გარდა ამისა,აგრძნობინა ის,რომ იგი არ იყო მტრად მოკიდებული (მიუხედავად კომუნისტების უნდობლობისა) “წითელი იმპერიის” მიმართ.მიუხედავად კეთილი განზრახვისა,მალე რეიგანმა საბჭოთა გენსეკიდან ძალიან ცივი პასუხი მიიღო.იგი იწერებოდა,რომ საბჭოთა კავშირი ახლო მომავალში არანაირ სამიტზე დასწრებას არ გეგმავდა.უარყოფდა ყველაფერს რასაც ეს იმპერია სჩადიოდა და არავის საქმე არ იყო,საბჭოელები სად,რას გააკეთებდნენ”. (ავტორი გენია.ჯი)