იოჰან ეკჰარტი

იოჰან ეკჰარტი - დაიბადა 1260 წელს ჰოგჰაიმში მაცხოვრებელ ერთ-ერთ ცნობილ ოჯახში.მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც: მაისტერი ეკჰარტი (რაც გერმანულად აღნიშნავს “მასწავლებებლს”) და ეკჰარტი ჰოგჰაიმელი.იგი გახლდათ შუა საუკუნეების გამოჩენილი გერმანელი თეოლოგი და ფილოსოფოსი.იოჰანი მიჩნეულია იმ ერთ-ერთ უდიდეს “ქრისტიან მისტიკოსად”,რომელიც ყოველივეში და ყველაფერში ღმერთის არსებობას ადასტურებდა. (ავტორი გენია.ჯი) ტიტული “მაისტერი” მას პარიზში 1302 წელს “თეოლოგიის მაგისტრის” ხარისხის მინიჭების შემდეგ უბოძეს.სწავლა დომინიკელთა სკოლაში დაიწყო და მალე დომინიკელთა ორდენის წევრიც გახდა.მოგვიანებით პარიზის უნივერსიტეტშიც სწავლობდა.1303-13011 წლებში მოღვაწეობდა საქსონიაში,რომელიც იმ პერიოდში “წმინდა საღვთო რომის იმპერიის” ნაწილი გახლდათ.1311 წელს პარიზში პროფესორის ხარისხით ატარებდა ლექციებს.1313 წელს კი სტრასბურგში,ხოლო მოგვიანებით 1320 წელს კიოლნში მოღვაწეობდა.მის მიერ შედგენილი ტრაქტატების დიდი ნაწილი,საკუთარი მოსწავლეების ჩანაწერების სახით შემორჩა. უმთავრესი ფილოსოფიური თემა გახლდათ “ღმერთი”,რომელსაც იოჰანი ყველა მომხდარ მოვლენასა და ყველა ადამიანთან აკავშირებდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ამბობდა: “ღმერთი არის საუკუნო სიცოცხლე და მარადიული არსებობა”.იოჰანის კონცეფციის მიხედვით,ადამიანს აქვს უნარი შეიცნოს ღმერთი,რადგანაც მის სულში არის “ღვთაებრივი ალი”,ნაწილი ღმერთისა.კათოლიკური ეკლესია იოჰანის ხედვებს არ იზიარებდა.რომის პაპმა იოანე XXII-ეს გამოსცა ბულა 1329 წელს,სადაც იგი იოჰან ეკჰარტის სწავლებები სიყალბეს გაუთანაბრა. (ავტორი გენია.ჯი) მისმა ხედვებმა საფუძველი ჩაუყარეს გერმანული ქრისტიანული მისტიკის განვითარებას,ამასთანავე დიდი როლი ითამაშა ჰეგელის იდეალისტურ დიალექტიკაში და დიდი როლი ითამაშა გერმანული ლიტერატურული ენის ფორმირებაში.იოჰანის მოსწავლეები იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც იყვნენ: იოჰან ტაულერი და ჰენრიხ სუზო.მსი შეხედულებებს ასევე იზიარებდა მარტინ ლუთერი.XX საუკუნეში დაისვა საკითხი კათოლიკურ ეკლესიაში იოჰან ეკჰარტის რეაბილიტირებისა.მისი ნამუშევრები თრგმნილ იქნა უცხო ენებზე,განსაკუთრებული ინტერესი იოჰანის ნაშრომმა – “სულიერი ქადაგებები და მსჯელობები”,გამოიწვია.იოჰან ეკჰარტი გარდაიცვალა დაახლოებით 1328 წელს.მისი ფილოსოფია და ნაშრომები კი გერმანული ფილოსოფიისა და ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშებად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)