გოდერძი ჩოხელი – “ისტორია”

“ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა,შიგნით არაფერი ჩანს,მხოლოდ აქა-იქა გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისინიც ისე უმნიშვნელონი,იმავე წამს ნისლით იბურებიან.

ზოგი ქარს ჰგავს: თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული.ზოგი თოვლს ჰგავს: ცივია,მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი.ზოგი ძვირფას თვალს ჰგავს,ანდა ბნელ ღამეში მბრწყინავ ციცინათელას.

ჩემი ქვეყნის ისტორია კი – დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს”. (ავტორი გენია.ჯი)