ტიურბო

ტიურბო - გახლავთ კამბალასნაირთა სახეობის თევზი,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “დიდ რომბს”.იგი განეკუთვნება ძვლოვანი კლასის თევზის სახეობას,რომლებიც ბინადრობენ ატლანტის ოკეანის სანაპიროებთან,ხმელთაშუა ზღვაში,ჩრდილოეთის ზღვაში,შავ ზღვასა და  ბალტიის ზღვებში.ძირითადად ეტანებიან ქვიშიან სანაპიროებს.ტიურბო გავრცელებულია 20 მეტრიდან-70 მეტრამდე სიღრმეებში.ისევე როგორც სხვა კამბალასნაირთა სახეობებს მისი სხეული ბრტყელია და იგი შედგება ჰორიზონტალირი ზედა და ქვედა ნაწილებისაგან.თვალები სხეულის ზედა მარცხენა მხარეს აქვთ.ქვედა ნაწილი (მარჯვენა მხარის) თეთრი ფერის აქვს,ხოლო ზედა ნაწილი გარემოს ჰაბიტატის მიხედვით იღებს ფერს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ძვლოვანთა კლასიფიკაციის თევზია ზედა ნაწილი ქერცლოვანი არ აქვს.თუმცა აქვს ძვლოვანი წამონაზარდები.იგი მტაცებელთა რიგის თევზია,იკვებება პატარა თევზებით,მოლუსკებით და კობოსნაირებით.ზოგიერთი მათი ეგზემპლარი ერთ მეტრამდე იზრდება და წონით 20 კილოგრამამდეა.ქვირითობის პერიოდი აპრილიდან აგვისტოს პერიოდებში აქვთ და ქვირითს 10 მეტრიდან 40 მეტრ სიღრმეებზე ყრიან.პატარები კი 7-9 დღეში გამოდიან ქვირითიდან.სრულ ზომებამდე კი ისინი ხუთი წელიწადში აღწევენ.ისინი სარეწაო თევზთა რიგს განეკუთვნებიან და საკმაოდ კარგი ხორცითაც გამოირჩევიან. (ავტორი გენია.ჯი)