მოხარხარე კუკაბარა
მოხარხარე კუკაბარა - გახლავთ ფრინველი ყაპყაპისებრთა ოჯახისა,რომლებიც ბინადრობენ ავსრალიის კონტინენტსა და ახალ გვინეაში მდებარე სავანებში.ბუნებაში სულ მათი ოთხი სახეობაა გავრცელებული.აღსანიშნავია,რომ მოხარხარე კუკაბარა გამოსცემს ისეთ სპეციფიკურ ხმას,რომელიც ძალიან წააგავს “ადამიანის ხარხარს” და მათი სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობს.ისინი ძირითადად გახლავან ტერიტორიული ფრინველები,რომლებიც ცხოვრობენ პატარა ჯგუფებად. (ავტორი გენია.ჯი) ასევე ცნობილი ფაქტია,რომ კუკარაბები ხმას იყენებენ სხვა ფრინველების გასაგონადაც,რითაც მათ მიანიშნებენ საკუთარ ტერიტორიას.ამ დროს,თავიდან დაბალი ხმით იწყებენ ბგერების გამოცემას,ხოლო შემდეგ ტემპს უმატებენ,რაც ესოდენ ჩამოჰგავს ადამიანის ხარხარს.მათი ფერთა გამა მრავალფეროვანია და ძირითადად შედგება თეთრი,ცისფერი,ნაცრისფერი და ყავისფერი ფერებისაგან.იზრდებიან საკმაოდ დიდი ზომების.სიგრძე 47 სანტიმეტრამდეა,ხოლო წონა ნახევარ კილოგრამამდე აღწევს.ფრთების გაშლილობის საშუალო სიგრძე 65 სანტიმეტრამდეა.გამოირჩევა დიდი თავით და მასიური ნისკარტით.ასეთი ფორმების შედეგად იგი საკმაოდ არაპროპორციულ ტანადობას იძენს.განეკუთვნება მტაცებელთა რიგს,რომელიც ნადირობს ქვეწარმავლებზე,თევზებზე და სხვა ფრინველთა პატარა ბარტყებზე.მსხვერპლის დაჭერის შემთხვევაში,დიდი სიმაღლიდან აგდებს მათ და მხოლოდ ამის შემდეგაც შეექცევა.მოხარხარე კუკარაბა ფართოდ არის გავრცელებული ავსტრალიაში.მათი პირველი სახეობები,აღნიშნული კონტინენტის სამხრეთ დასავლეთით გავრცელდა.შესაძლოა შეგვხვდნენ ასევე ტასმანიის,კენგურუს,ახალი ზელანდიისა და ფლინდერსის კუნძულებზეც.ბინადრობენ ტყის მასივებში,სადაც ბუდეებს იკეთებენ მაღალი ევკალიპტის ხეებზე.ასეთ გარემოში მოხარხარე კუკაბარა საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს.არ განეკუთვნებიან გადამფრენ ფრინველთა სახეობას და თავიანთ ალაგს არასდროს ტოვებენ. (ავტორი გენია.ჯი) მრავლდებიან აგვისტოდან-სექტემბრამდე პერიოდში.მიუხედავად იმისა,რომ ახალგამოჩეკილი ბარტყები არიან (რომელთა რაოდენობა ხშირ შემთხვევაში ორიდან-ოთხამდეა),ზომებით დიდად არ ჩამოუვარდებიან უფროსი თაობის კუკაბარებს.დღესდღეობით “მოხარხარე კუკაბარას” სახეობა მრავლად შემოიყვანეს ევროპაშიც.შესაბამისად მათი გავრცელების არეალი გაფართოვდა.რაც ყველაზე გასაოცარია,არის ის რომ კუკაბარას ხმით მაუწყებლობას იწყებს ავსტრალიის ზოგიერთი რადიო.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ კუკაბარა სახელად “ოლი” ავსტრალიის 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადების თილისმა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)