ფერნან ლოპიში – “პორტუგალიის ისტორიის პატრიარქი”

ფერნან ლოპიში - დაიბადა 1385 წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ჟამთააღმწერელი პორტუგალიის ადრეული პერიოდის ისტორიისა,რომელიც მოიცავს ეპოქას პორტუგალიელთა მიერ გეოგრაფიული აღმოჩენებისა.მას დღემდე მოიხსენიებენ,როგორც – “პატრიარქს პორტუგალიის ისტორიისა”.ფერნანი გახლდათ პორტუგალიის მეფის დუარტე I-ის (1391-1438 წლები) სასახლის კარის “ოფიციალური ჟამთააღმწერელი”. (ავტორი გენია.ჯი) იგი იყო ავტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომისა “პორტუგალიის ისტორია”,რომლის მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია ჩვენამდე.ფორმალური განათლება მიღებული არ ჰქონია,ამიტომ მის მიერ დაწერილ “პორტუგალიის ისტორიაში” თავისი აზრები და თხრობები მარტივი,გასაგები ენით აქვს გადმოცემული.წიგნის თითოეულ გვერდზე აღნიშნული აქვს,რომ წიგნის ავტორი უბრალო წარმომავლობისაა.აღსანიშნავია,რომ ფერნანი მიჩნეულია ევროპული შუასაუკუნეების ისტორიოგრაფიის “პიონერადაც”.მისი ნაშრომები დამყარებულია უამრავ სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე.განსაკუთრებით ერიდებოდა წიგნში გადაუმოწმებელი ინფორმაციის შეტანას.ლოპიშისაგან განსხვავებით,მისი მომდევნო თაობების ისტორიკოსები ძირითადად გადავიდნენ შუასაუკუნეების ლათინური ენის სქოლასტიკურ ტრადიციებზე. (ავტორი გენია.ჯი) იგი იმ თაობის პორტუგალიელი გახლდათ,რომელიც აღიზარდა,ეგრეთწოდებულ – “უმეფობის ხანაში პორტუგალიისა” (1783-1785 წლები).ამ პერიოდის კულმინაცია კი გახლდათ “ალჟუბაროტესთან ბრძოლა” (1385 წლის 14 აგვისტო).აღნიშნული ბრძოლა გაიმართა ხუან I კასტილიელისა (კასტილიისა და ლეონის მეფე) და ჟუან I-ის (პორტუგალიის მეფე ავისის დინასტიიდან) ჯარებს შორის.მასში პორტუგალიელებმა დიდებული გამარჯვება მოიპოვეს.თავისი ცხოვრების მანძილზე ფერნანს,არაერთი ცნობილი ისტორიული პიროვნების ეპოქაში მოუწია მოღვაწეობა.მაგალითად ისეთების,როგორებიც იყვნენ – ჟუან I,დუარტე I,აფონსო V,ეროვნული გმირი პორტუგალიისა – ნუნუ ალვარეშ პერეირა და სხვები.შესაბამისად მისი პერიოდი დატვირთული გახლდათ პორტუგალიისათვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებით.ლოპისის ცხოვრების ბოლო წლებში,იწყებოდა პორტუგალიელთა მიერ გეოგრაფიული აღმოჩენების მთელი კასკადი.1418 წელს იგი,ჟუან I-ის მიერ დანიშნულ იქნა სახელმწიფო არქივის “ტორე-დუ-ტომბოს” ხელმძღვანელად.ხოლო 1434 წელს კი დუარტე I-ის მიერ ოფიციალურად იქნა დაწინაურებული პორტუგალიის ისტორიის ჟამთააღმწერელად.პირველი დავალება მეფისაგან გახლდათ,პორტუგალიის მეფეების ბიოგრაფიების შედგენა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც თანამედროვე ისტორიკოსები ირწმუნებიან,სწორედ ფერნანის დამსახურებაა ისეთ ცნობილ პიროვნებებზე ცნობების მოწოდება,როგორებიც არიან – ნუნუ ალვარეშ პერეირა და პორტუგალიური სამეფოს სხვა მონარქები.1454 წელს ფერნან ლოპიშმა სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელის პოსტი თავისი ნებით,ასაკის გამო დატოვა.იგი შეცვალა ახალგაზრდა სწავლულმა – გომიშ იანიშ დი ზურარამ.ფერნან ლოპიში გარდაიცვალა 1459 წელს.მან დატოვა ისეთი უმნიშვნელოვანესი ცნობები პორტუგალიის ისტორიისა,როგორებიცაა: პორტუგალიელთა გადასვლა ჩრდილოეთ აფრიკაში,სეუტას ბრძოლა,ლისაბონის აჯანყება ელეონორა არაგონელის წინააღმდეგ და სხვა.თავისი წიგნის “პორტუგალიის ისტორიას” ფერნანი ათი წლის მანძილზე წერდა (1430-1440 წლები).იგი პირველად ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა XVII-XVIII საუკუნეებში.ზემოთ მოყვანილი  ფაქტების გამო – ფერნან ლოპიში სამშობლოში,დღემდე მიჩნეულია – “პორტუგალიის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს მემატიანედ” და “პორტუგალიის ისტორიის პატრიარქად”. (ავტორი გენია.ჯი)