ნიკოლა ანტონიო ჯაჩინტო პორპორა
ნიკოლა ანტონიო ჯაჩინტო პორპორა - დაიბადა 1686 წლის 17 აგვისტოს ნეაპოლში (იტალია).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და ვოკალის ვირტუოზი პედაგოგი.ათი წლის ასაკიდან მუსიკის შესწავლა დაიწყო მშობლიური ქალაქის ნეაპოლის კონსრვატორიაში (Conservatorio dwl Poveri di Gesu Cristo-ში).პირველი ოპერა,რომელიც მან ნეაპოლის სცენაზე დადგა (1708 წელი) გახლდათ “აგრიპინა”. (ავტორი გენია.ჯი) მეორე ოპერა “ბერენიკე” კი რომის ოპერის სცენაზე დაიდგა 1710 წელს და მისთვის იგი ძალიან დიდი წარმატების მომტანი გახდა.პორპორა არისტოკრატთა კარზე საკმაოდ დაფასებულ მუსიკოსად მიიჩნეოდა,რის გამოც ის არაერთი არისტოკრატის კაპელმეისტერად მუშაობდა,მათ შორის გრაფ ჰესეჰ-დარმშტადის კარზეც.1715 წლიდან-1721 წლამდე ნეაპოლის კონსერვატორიაში მუსიკის პედაგოგად მუშაობდა,სადაც სახელი გაითქვა,როგორც უდიდესმა ვოკალის პედაგოგმა.მის მოსწავლეებში ალბათ ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებენ ისეთი დიდი მუსიკოსები,როგორებიც იყვნენ: გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი – იოჰან ადოლფ ჰასე,იტალიელი მომღერალი – ფარინელი,იტალიელი მომღერალი – კაფარელი და საოპერო მომღერალი – ანტონიო უბერტი (რომელსაც მეტსახელად – პორპორინოს უწოდებდნენ).აღსანიშნავია,რომ პორპორას ყველაზე მთავრ კონკურენტად შემდგომში ოპერის ჟანრში,მისივე მოსწავლე გერმანელი კომპოზიტორი – იოჰან ადოლფ ჰესე გახდა.პორპორას პოპულარობა საკმაოდ ფართოდ გავრცელდა ევროპაში,მისი ოპერები დგმებოდა – რომში,მილანში,ვენეციაში,ვენაში,ბონში,ლონდონში და სხვა ევროპულ ქალაქებში.1729 წელს მიწვეულ იქნა ლონდონში ოპერის თეატრში – დირიჟორად.თუმცა ვერ გაუძლო გეორგ ფრიდრიხ ჰენდელთან კონკურენციას და მალევე ბრუნდება სამშობლოში. (ავტორი გენია.ჯი) 1736 წელს საცხოვრებლად ვენეციაში გადადის.1747 წელს ვენაში,ხოლო 1751 წელს ვენაში,სადაც მასთან სწავლა დაიწყო შემდეგში გამოჩენილმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა და ვენის კლასიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელმა – ფრანც იოზეფ ჰაინდმა.1758 წელს პორპორა სამშობლოში,მშობლიურ ქალაქ ნეაპოლში ბრუნდება და სათავეში უდგება ნეაპოლის კონსერვატორიას (Conservatorio di S.Onofrio-ს).მიუხედავად იმისა,რომ მას არაერთი მსწავლე ჰყავდა და სამსხურის გარეშე ერთი- წუთითაც არ ყოფილა,სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიღარიბესა და გაჭირვებაში გაატარა.მისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე დაწერა 40-მდე ოპერა,12 სერენადა,135 კანტანა,40 საეკლესიო ნაწარმოები გუნდისათვის და სხვა ნაწარმოებები.ნიკოლა ანტონიო ჯაჩინტო პორპორა გარდაიცვალა 1768 წლის 3 მარტს ნეაპოლში,სადაც დაკრძალული იქნა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)