“ნიურნბერგის სასამართლო პროცესიდან”…

” – ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ უპრეცედენტო სიმკაცრესა და გაუგონარ ველურობასთან,რომ აჯანყებული გონება უარყოფს ადამიანის ამგვარი დეგრადაციის წარმოდგენის შესაძლებლობას… გონებას არ ძალუძს აღიქვას მილიონობით მკვლელობის საშინელება,რადგან სიცოცხლე – შეგნებისა და ყოფიერების ეს კვინტესენცია – არ ექვემდებარება რამე მატერიალურ ან თუნდაც სულიერ ფასდებას… არავის არ შეუძლია შეიცნოს მილიონჯერ განმეორებულ მკვლელობათა მთელი საშინელება… (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ ჯერ უნდა დავუშვათ,რომ ტრიბუნალის განკარგულებაში არსებული დანაშაულებრივი ფაქტები შორდება ნორმალური ადამიანების ქმედობათა ფარგლებს,ხოლო,ვინც ეს ჩაიდინა,იმდენად უჩვეულო მოვლენაა,რომ მხოლოდ ყოველმხრივ ძიებასა და ბოლომდე ამომწურავ  სასამართლო პროცესს შეუძლია მათი შესაძლებლობების დადასტურება…

ტრიბუნალმა აღნიშნა,რომ წინასწარგანზრახული მკვლელობანი ისეთ ფანტასტიკურ მასშტაბებს აღწევს და შორდება წარმოსადგენად შესაძლებელ საზღვრებს,რომ მათი სიმართლის მსგავსობა განმტკიცებულ უნდა იქნეს ასჯერ და ათასჯერ განმეორებული დარწმუნებით.ამისთვის ტრიბუნალი აქვეყნებს თვით ამ მკვლელობათა უშუალო შემსრულებლების მიერ შედგენილ დოკუმენტებს იმ რწმენით,რომ მხოლოდ მათი ნაამბობი აიძულებს,შეძრწუნებულ მსოფლიოს დაიჯეროს,რომ ასეთი რამ მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო XX საუკუნეში”. (ავტორი გენია.ჯი)