ადამიანის ბიოველის შესახებ…

უხსოვარი დროიდან, მეცნიერებთან ერთად ჩვეულებრივი ადამიანებიც გაოცებაში მოჰყავდა ცოცხალი  სხეულისათვის დამახასიათებელ თვისებებს, “გაენათებინა” თმას სიბნელეში, ნაპერწკლები გაეყარა ტანსაცმლის გახდისას.მოგვიანებით, საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტრონის ფართოდ გამოყენებამ ადამიანის, როგორც ბიოლოგიური დენის მატარებლის შესახებ შეხედულებები კიდევ უფრო გაამყარა. ერთნი ამას რაღაც “სასიცოცხლო ძალას” მიაწერდნენ, მეორენი ამბობდნენ, რომ ეს თვალით უხილავი იმ “ეთერული სხეულის” დამსახურებაა, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების სხეულში ბინადრობდა და სწორედ ეს განარჩევდა ცოცხალს არაცოცხალისაგან. მეცნიერებაში ადამიანის ირგვლივ არსებული ბიოველის შესახებ ყველაზე რეალური წარმოდგენები უნგრული წარმოშობის ამერიკელი მკვლევარისა და ბიოქიმიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის 1937 წელს ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში – ალბერტ სენტ-დერდის (1893-1986 წლები) მეშვეობით გაჩნდა: “ადამიანი – ჩვეულებრივი გამტარია, რომელშიც სასიცოცხლო ფუნქციების განხორციელების პარალელურად, როგორც სადენებში, მუდმივად გაედინება ელექტრული დენი”. სენტ დერდის ჰიპოთეზიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ასევე ამერიკელმა მეცნიერებმა ფიზიკური ხელსაწყოს გამოყენების მეშვეობით შეძლეს ადამიანის ირგვლივ არსებული ელექტრული ველის სკანირება და გაოგნებული დარჩნენ იმით, რომ ადამიანის ბიოველი თითქმის ყველა იმ გამოსხივებას შეიცავდა, რაც დედამიწაზე არსებობდა; ოღონდ, ერთი განსხვავებით – ბიოველში შემავალ გამოსხივებათა ტალღის სიგრძე გაცილებით ნაკლებია, ისევე როგორც მინიმალურია მათი მოქმედების სპექტრი და ძალა. ბიოველის სკანირების შემდეგ, ბუნებრივია, იმის დადგენა გახდა საჭირო, თუ რა აქცევდა ადამიანს ბიოლოგიურ გამტარად და რა მატერიები წარმოადგენდა სხეულის ირგვლივ ელექტრული ველის წყაროს: ”ბიოელექტროდები”.

„წყალი”

ბიოველის წყარო საკუთრივ ადამიანის ორგანიზმში არსებული ორგანული და არაორგანული ნივთიერებები აღმოჩნდა. ყოველ მათგანს გააჩნია საკუთარი ელექტრული მუხტი და სწორედ ამ მუხტებს შორის სხვაობა წარმოქმნის იმ ელექტრულ პოტენციალს, რომელიც საბოლოოდ სხეულის ირგვლივ ელექტრული ველის სახით იყრის თავს. ბიოველის ყველაზე მძლავრი და ძლიერი მომმარაგებელი, საუკეთესო გამტარი წყალი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ჩვენი ბიოველის 70-80%-ს სწორედ ეს სითხე განაპირობებს. წყლის მოლეკულური აგებულება, ალბათ, ყველას ახსოვს – ეს წყალბადის ორი და ჟანგბადის ერთი ატომია, წყალბადის ატომები კი, თავის მხრივ, საუკეთესო პროტონებია, რომლებიც დიელექტრული სხვაობის წყალობით წყალს შესანიშნავ გამტარად აქცევს.

„ცილა”

წყლის შემდეგ ელექტრული ველის შექმნაში დიდი როლი ეკისრება ორგანულ ცილებს, თუმცა, წყალთან შედარებით ცილებს არაერთგვაროვანი და არამუდმივი დენის წარმომქმნელი უნარი გააჩნიათ, მათი გამტარობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ისინი წყლით გაჯერებული და რამდენი წყალია იმ გარემოში, სადაც მათ უშუალოდ ფუნქციონირება უწევს. რაც ნაკლებია წყალი, მით ნაკლებია ცილების იონური გამტარობა. (ავტორი გენია.ჯი)

„ნუკლეინის მჟავები”

ნუკლეინის მჟავები: „დნმ” და „რნმ” ასევე დიდ როლს თამაშობს ცოცხალი ორგანიზმის ველის წარმოქმნაში. მიუხედავად მათი სტრუქტურისა, ისინი  დიდი რაოდენობით წყალს არ შეიცავს, მაინც მაღალი ელექტროფიზიკური თვისება აქვს, რასაც მათ ამინომჟავები სძენს.

„მიკრო და მაკროელემენტები”

მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ ბევრი მიკრო და მაკროელემენტია, რომელთაც გააჩნია საკუთარი ელექტრული მუხტი, ზოგს – დადებითი, ზოგს კი – უარყოფითი. და თავიანთი მოკრძალებული წვლილი მათაც შეაქვთ ბიოველის წარმოქმნის საერთო საქმეში.

„გარეგანი ფაქტორები”

თანამედროვე ადამიანს საკმაოდ მძლავრი ტექნოგენური გამოსხივების ქვეშ უწევს არსებობა. ცივილიზებული სამყაროს ყველა წერტილი ელექტრომაგნიტური სამყაროს ველის არეშია მოქცეული,მათ შორის – ჩვენი სხეულებიც. იგი მუდმივად იღებს და შთანთქავს ამ ველის გარკვეულ ნაწილებს სპეციალური ბიოენერგეტიკული მერიდიანების საშუალებით, რომლის პირველი რგოლიც ჩვენი კანია. სწორედ სხეულის საფარველის გზით აღწევს ორგანიზმში გარემოს ელექტრომაგნიტური ველის ფრაგმენტები, რომლებიც ორგანიზმში სხვადასხვა ადგილას იდებს ბინას და სხვადასხვანაირადვე რეალიზდება. დღეს მეცნიერების მთავარი ამოცანაა საბოლოოდ გაშიფრონ ბიოველის შემადგენლობა და განსაზღვრონ ის მუდმივი პარამეტრები, რომლებიც ჯანმრთელ ორგანიზმს დაავადებისაგან განასხვავებს. ერთადერთი, რაც უკვე დასაბუთებულია, ის არის, რომ ჯანმრთელი ადამიანის ბიოველი ნეიტრალურია – ორგანიზმში აგზნება-შეკავების პროცესთა დაბალანსებით, გაწონასწორებულია უარყოფით და დადებით მუხტებს შორის თანაფარდობაც, ხოლო როცა ველი რაიმე მუხტს იძენს, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ აგზნება-შეკავების პროცესთა შორის თანაფარდობა დაირღვა და რომელიღაც პათოლოგიური პროცესი იწყებს განვითარებას. – (ავტორი გენია.ჯი)