ოლივია ჰაასი
ოლივია ჰაასი - დაიბადა 1951 წლის 17 აპრილს ბუენოს-აირესში (არგენტინა).იგი გახლავთ ცნობილი და ულამაზესი არგენტინელი მსახიობი,რომელმაც შეასრულა დაუვიწყარი კინოროლი,უილიამ შექსპირის გენიალურ ტრაგედიაში “რომეო და ჯულიეტა”.ოლივიას მამა – ანდრეს ოსუნა,ოპერის მომღერალი გახლდათ.სცენაზე ოსვალდო “რიბოს” ფსევდონიმით გამოდიოდა.ორი წლის იყო ოლივია,როდესაც მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ხუთი წლის შემდეგ დედამ ოლივია,პატარა ძმასთან – ენდრიუსთან ერთად ლონდონში წაიყვანა.სწორედ ლონდონში აიღო მან დედის გვარი.სწავლა თეატრალურ სკოლაში დაიწყო.პირველი სატელევიზიო როლი 13 წლის ასაკში მიიღო,ხოლო 16 წლის ოლივია მიწვეულ იქნა გენიალური იტალიელი რეჯისორის – ფრანკო ძეფირელის მიერ ფილმში – “რომეო და ჯულიეტა”.ამ ფილმმა ოლივიას უდიდესი წარმატება მოუტანა და იგი დაჯილდოებულ იქნა ამერიკული პრემიით “ოქროს გლობუსი”.მოგვიანებით ოლივია საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადადის და 1971 წელს ქორწინდება მსახიობ დინ მარტინზე. (ავტორი გენია.ჯი) მათ შეეძინათ ვაჟი ალექსანდრე,რომელიც შემდგომ ასევე მსახიობი გახდა.1973 წელს ოლივია ჰაასი გადაღებულ იქნა ფილმში “დაკარგული ჰორიზონტი”.1978 წელს იგი გადაიღეს ფილმში “სიკვდილი ნილოსის სანაპიროზე”.1977 წელს კი მონაწილეობა მიიღო ფრანკო ძეფირელის მიერ გადაღებულ ტელე-პროექტში “იესო ნაზარეთიდა”,სადაც მან “დედაღვთისა წმინდა მარიამის” როლი ითამაშა. (ავტორი გენია.ჯი) 1978 წელს იგი ცილდება მეუღლეს და ორ წელიწადში ქორწინდება იაპონელ მომღერალზე – აკირო ფუსეზე.მასათან შეეძინა ვაჟი მაქსიმილიანე.ოლივიამ ითამაშა რომის პაპის იოანე-პავლე II-ის წიგნის “იუველირის მაღაზიის” მიხედვით გადაღებულ ფილმში 1988 წელს.მოგვიანებით ოლივია დაცილდა იაპონელ მეუღლეს და კვლავ დაქორწინდა,ამ ქორწინებიდან მას შეეძინა გოგონა.ოლივია ჰაასს 40-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული,მათ შორის აღსანიშნავია “რომეო და ჯულიეტა” და “იესო ნაზარეთიდან”,სადაც მსახიობმა უმშვენიერესი სახეები შექმნა.იგი დღესაც აქტიურად არის ჩართული კინოხელოვნებაში.მისი (ჯერ-ჯერობით) ბოლო კინოროლი 2008 წელს გადაღებულ ფილმში გახლავთ მისის დუნკანის კინოსახე.კინომოყვარულთათვის ოლივია ჰაასი მუდამ დარჩება – უილიამ შექსპირის “ჯულიეტად”.”კლასიკური სილამაზით,ხრინწიანი ხმითა და მომნუსხველი თვალებით სრულყოფილი ქმნილება”,სწორედ ასე აღწერდა მას უდიდესი რეჟისორი – ფრანკო ძეფირელი მოგვიანებით. (ავტორი გენია.ჯი)