ჰერმან ვილჰელმ გერინგის დაკითხვიდან…
რაიხსმარშალმა - ჰერმან ვილჰელმ გერინგმა განკარგულება გასცა: აღდგენილ იქნეს სიკვდილით დასჯის “მამა-პაპური” წესი – ნაჯახით თავის მოკვეთაო,რასაც მის მიერვე დამუშავებული ინსტრუქცია მოჰყვა:“სიკვდილმისჯილი თავდაღმა კი არა,პირაღმა დააწვინეთ,რომ მოქნეულ ნაჯახს თვალი მოჰკრას და ელდა ეცეს”…
ერთ-ერთ მოხუც პროფესორს “გერინგის კანონის” მიხედვით თავის მოკვეთა მიუსაჯეს.სასაკლაოზე რომ მიჰყავდათ,მოხუცს გუნებაში ეცინებოდა – მცდიან,ჩემი გამოტეხა უნდათ,თორემ როგორ შეიძლება,გოეთესა და ბეთჰოვენის ქვეყანაში კაცს თავი ნაჯახით მოკვეთონო.(ავტორი გენია.ჯი)
იმ უბედურს ღიმილი მხოლოდ მაშინ შეაშრა ტუჩებზე,როდესაც თავი გააგდებინეს.ამ შემთხვევაში მოხუც პროფესორს ვერც გოეთემ და ვერც ბეთჰოვენმა ვერ უშველეს.
ნიურნბერგის სასამართლოს პროცესის წინ,ერთ-ერთ უმთავრეს “შემოქმედს” – კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისა – ჰერმან ვილჰელმ გერინგსა და მისი საქმის გამომძიებლებს შორის,დაკითხვის პროცესში,ეგრეთ წოდებული – “გერინგის კანონის” შესახებ შემდეგი სახის საუბარი გაიმართა:
- როგორ შეიძლება,ჩვენი ეპოქის ადამიანს ასეთი აზრი მოუვიდეს თავში?
გერინგმა ირონიული მზერა მიაპყრო გამომძიებელს და შესწორება მისცა:
- ეს აზრი კი არა,საშუალებაა.
- რისი საშუალება? – დაუბრუნა კითხვა გამომძიებელმა.
- დაშინების! – მოკლედ მოჭრა ბრალდებულმა და მაშინვე დაუმატა:
- სიკვდილით ერთს იმიტომ სჯიან,რომ სხვები დააშინონ… – მერე ამას განმარტებაც დაურთო:
- რაც უფრო საშინელია დასჯის ფორმა,მით უფრო ეფექტურია ის,როგორც საშუალება!
ასეთი ამაზრზენი აზრებით გაოგნებულმა მეორე გამომძიებელმა გერინგს ჰკითხა:
- განა ასეთი საშუალების გამართლება შეიძლება?
- რაკი მიმართავენ,ესე იგი შეიძლება! – უპასუხა გერინგმა.
- რით შეიძლება გამართლება? – ჩაეკითხა გამომძიებელი. (ავტორი გენია.ჯი)
- მიზნით! – უპასუხა მან და თან თავისი ცნობილი დევიზიც გაიხსენა:
” – მიზანი ამართლებს საშუალებას!…”