კაიზერ ვილჰელმ II-ის პასუხი…

მაშინ,როდესაც 1904 წელს გერმანელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ აღდგნენ ჰერეროს ტომები (აფრიკაში),რომელთაც გერმანელთა რამდენიმე რაზმი მოსპეს,გადამწყვეტი როლი ომში გერმანულმა ტყვიამფრქვევებმა და კრუპისეულმა ქვემეხებმა ითამაშეს.ჰერეროს ტომები სასტიკად იქნა დამარცხებული.ვინც კი ცოცხალი გადაურჩა გერმანელთა რისხვას,ჩრდილოეთისაკენ გაიქცა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დამარცხებულებს გერმანელები განსაკუთრებული სისასტიკით ეკიდებოდნენ.(ავტორი გენია.ჯი) ასეთი საშინელი ფაქტების შესახებ კი ცნობა მიაწოდეს გერმანიის კაიზერსა და პრუსიის მეფეს – ვილჰელმ II-ს (1859-1941 წლები) და მას თან მოკრძალებითაც შეჰკადრეს,რომ გერმანელი ჯარისკაცების მოქმედება ქრისტიანულ მორალს არ შეესაბამებაო.მოისმინა რა ასეთი შეფასება ვილჰელმმა,მან საპასუხოდ,ყველას გასაგონად განაცხადა:

“ქრისტიანული მცნებანი წარმართებსა და ველურებს არ ეხება”. (ავტორი გენია.ჯი)