ჩინეთის ყოველდღიური სახალხო გაზეთი – “ჟენმინ ჟიბაო”

“ჟენმინ ჟიბაო” - ინგლისურ ენაზე “The People’s Daily”,ჩინური ენიდან ითრგმნება,როგორც “ყოველდღიური სახალხო გაზეთი”.იგი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტირაჟის მქონე,ჩინური კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური გამოცემის,ყოველდღიურ ჩინურ გაზეთს,რომელიც გამოიცემა ჩინურ,ინგლისურ,იაპონურ,ფრანგულ,ესპანურ,არაბულ და საერთო ჯამში 14 ენაზე. (ავტორი გენია.ჯი)

აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული გაზეთი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წამყვანი გაზეთია არა მარტო ჩინეთში,არამედ მთელს მსოფლიოშიც კი.მისი საკორესპოდენციო განყოფილებები მსოფლიოს 70 ქვეყანაში განთავსებული,რომლებშიც 1000-ზე მეტი ჟურნალისტი მუშაობს.მისი ტირაჟი ყოველდღიურად 2 800 000 ეგზემპლარისაგან შედგება და ყოველწლიურად 100 000 ეგზემპლარით იმატებს კიდეც.

“ჟენმინ ჟიბაო” პირველად დაარსებულ იქნა 1948 წლის 15 ივნისს,როგორც ჩრდილოეთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგამომცემლო ბიურო.ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელმა და მისმა ხელმძღვანელმა – მაო ძედუნმა,კი მას თავისივე ხელწერით უწოდა სახელწოდება.1949 წლის 1 აგვისტოს,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბების დღეს,მთავრობის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა “ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის” ოფიციალური გაზეთის სტატუსი. (ავტორი გენია.ჯი).მალევე “ჟენმინ ჟიბაო” არა მარტო ჩინეთის,არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ჰოლდინგად ჩამოყალიბდა.გააჩნია თავისი ინტერნეტსაიტი,სადაც მრავალ ენაზეა იგი თარგმნილი.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მიუხედავად მრავალი ათწლეულის გასვლისა,დღემდე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი,მას უდიდეს ყურადღებას უთმობს და ფაქტიურად,იგია ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური და აპოლოგეტური ჰოლდინგი,ქვეყნის კომუნისტური ხელისუფლებისა.(ავტორი გენია.ჯი)