გიგანტური ბანჯგვლიანი აქლემი
გიგანტური ბანჯგვლიანი აქლემი - არც თუ ისე დიდი ხნის წინ,ჟურნალის – Nature Communications-ის მიერ გამოქვეყნებულ იქნა სტატია,რომლის მიხედვითაც,კანადის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ კუნძულ ელსმირზე (რომელიც განეკუთვნება ნუნავუტის ტერიტორიას),პალეონთოლოგების მიერ აღმოჩენილ იქნა გიგანტური ბანჯგვლიანი აქლემის უძველესი ნაშთები.
აღნიშნული სახეობა მანამდე არასოდეს ყოფილა აღმოჩენილი ჩრდილოეთ რეგიონებში.ძველი სახეობის აქლემები 30 %-ით უფრო დიდები იყვნენ ფიზიკური ზომებით,ვიდრე მათი თანამედროვე სახეობები.აღმოჩენილი ნაშთების ასაკი,მეცნიერთა მონაცემების მიხედვით 3,5 მილიონი წლის გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თავად ფაქტი იმისა,რომ “უდაბნოს გემი” ისეთი ჩრდილოეთის რეგიონში ბინადრობდა,როგორიც კუნძული ელსმირია,იმთავითვე გასაოცარ მოვლენად იქცა მეცნიერებისათვის.მითუმეტეს მაშინ,როდესაც მილიონობით წლის უკანაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტემპერატურა არც თუ ისე მაღალი იყო და იგი 14 -22 გრადუს-ცელსიუს შორის მერყეობდა.ფაქტიურად იმ ხანაში 9 თვის მანძილზე ელსმირის ტერიტორია თოვლით იყო დაფარული.(ავტორი გენია.ჯი).როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,შესაძლოა თავდაპირველად აქლემებს ძალუძდათ ებინადრათ ჩრდილოეთის ტყეებში და არა უდაბნოებში,ისევე როგორც ეს დღესაა მიღებული.ამ ფაქტს კიდევ უდრო ამყარებს აქლემების ტანზე განთავსებული “კუზი”,რომელთაც მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით,შეეძლოთ დიდი ზამთრის განმავლობაში,კარგი სამსახური გაეწიათ აქლემებისათვის,მაშინ როდესაც საკვები მეტად მცირე იყო მათი განსახლების არეალში.გარდა ამისა მათი სქელი და ბანჯგვლიანი ტყავი სიცივისაგანაც იცავდა მათ,ხოლო ფართო ჩლიქების მეშვეობით თავისუფლად შეეძლოთ თოვლზე გადაადგილება.დიდი თვალები კი საშუალებას აძლევდათ პოლარული ღამეებისას შორეულ ადგილებში აღმოეჩინათ საკვები.ზოგიერთი მეცნიერი კი,საერთოდ ,ჩრდილოეთ ამერიკას მიიჩნევს Paracamelus-ის სახეობის აქლემის “სამშობლოდ”.მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ვერსიებისა,ეს ჰიპოთეზა ზუსტად დადგენილი დღემდე არ არის და მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდის დონეზე რჩება.ფაქტი კი ფაქტად რჩება,უძველეს აქლემებსა და თანამედროვე აქლემებს შორის სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ მათი სხეულის ზომები იყო და მთავარი: შესაძლო მათი განსახლების არეალი.(ავტორი გენია.ჯი)