თამაზ ჭილაძის ნააზრევი…
“ჩემი ცხოვრება ისე აეწყო,რომ გაცდენილი დღეები,წლები არ მქონია.საერთოდ ,საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს,თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს.რაც შეეხება სიყვარულს,მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა,რომ ის დიდი ბედნიერებაა,რომელსაც,თუ ღმერთი ინებებს და გამოგიგზავნის (არა აქვს მნიშვნელობა,პირველია თუ მერამდენე!) შენი არსების აუცილებელი ნაწილი ხდება,სხვა სიტყვებით – შენი სული იზრდება და მდიდრდება სიყვარულით.ასე რომ,ამ გრძნობას ანუ სიყვარულს,როგორც ვეება კოცონს,ფერფლიც დიდი აქვს,ოღონდ ეს,თუ შეიძლება ითქვას – ცოცხალი ფერფლია,საერთოდ,მოგონებები ცოცხალი ფერფლია,მეტი არაფერი”… (ავტორი გენია.ჯი)
“შემოქმედება ერთგვარად ფარული,თუმცა ყოველთვის გამოაშკარავებული ცდაა დროისათვის,თუნდაც ერთი წამის წართმევისა,მხატვრულ ქმნილებებში მისი სამუდამო ჩაყვევებისა.მაგრამ ბევრი რამ არ არის ამ ქვეყნად ისე ამაო,როგორც მსგავსი მცდელობა.წიგნები დროს კი არა,დროის ანარეკლს გვინახავენ ანუ საკუთარ რეაქციას დროზე”… (ავტორი გენია.ჯი)