იცით თუ არა,რომ
1. ევროპაში პრეზიდენტის თანამდებობა პირველად შვეიცარიაში იქნა შემოღებული და ეს პოსტი – იონას ფურერმა (1805-1861 წლები) დაიკავა.ეს პოსტი მან 1848 წლის 21 ნოემბერს ჩაიბარა.
2. საბჭოთა კავშირის უკანასკნელი გენსეკი 1985-1991 წლებში – მიხეილ გორბაჩოვი ავღანეთთან ომს – საბჭოთა კავშირის ღია იარად მოიხსენიებდა.
3. “ეს ყველაზე დიდი სისულელეა,რაც ცხოვრებაში მომისმენია”, – აღნიშნული ფრაზა გახლავთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისა და კომპანია “მაიკროსოფტის” ხელმძღვამელის,დამფუძნებლის – ბილ გეითსის უსაყვარლესი ფრაზა,რომელსაც იგი ძალიან ხშირად გამოიყენებს სხვადასხვა მსჯელობებისა და კამათის დროს.
4. ლეგენდარულმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა,საერთაშორისო ორგანიზაციის “გაეროს” (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) დაფუძნებისას (1945 წლის 26 ივლისი) განაცხადა,რომ: “გაეროს იმიტომ კი არ ვქმნით,რომ დედამიწაზე სამოთხე შევქმნათ,არამედ იმიტომ,რომ ირგვლივ ჯოჯოხეთმა არ დაისადგუროს”. (ავტორი გენია.ჯი)
5. პირველი კომპოზიტორი,რომელმაც პირველად უდირიჟორა ორკესტრს შებრუნებულმა (ორკესტრისაკენ) გახლდათ გენიალური გერმანელი კომპოზიტორი – რიხარდ ვაგნერი (1813-1883 წლები).
6. გენიალურ კომპოზიტორს – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს,რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ჯულიეტა გვიჩარდი (რომელსაც მთვარის სონატა მიუძღვნა),მისგან ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა მაშინ,როდესაც ჯულიეტა დაქორწინდა კომპოზიტორზე,რომელსაც იგი ლუდვიგზე უკეთეს “მამაკაცად” და “კომპოზიტორად” მიიჩნევდა.
7. ფაშიზმის ფუძემდებელი იტალიელი დიქტატორის – ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინის (1883-1943 წლები) საყვარელ ფრაზას წარმოადგენდა: “ჯობს ერთი ღამე იყო ლომი,ვიდრე ასი დღე – ცხვარი”.
8. დიდმა ანგლო-ირლანდიელმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ – ჯონათან სვიფტმა (1667-1745 წლები) 78 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი ანდერძის თანახმად,მთელი მისი არსებული ქონება ქალაქ დუბლინის მერიას გადასცა,რათა მათ ნაანდერძევი ფულით ფსიქიკურად დაავადებულთათვის პანსიონატი აეშენებინათ (როგორც ცნობილია,მწერალი ბოლო წლებში სულიერად დაავადდა). (ავტორი გენია.ჯი)
9. პირველი ქართველი ოპერატორი და პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი,რომელმაც გადაიღო დიდი ქართველი მგოსნის – აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს,გახლდათ – ვასილ ამაშუკელი (1886-1977 წლები).
10. საკუთარ ჯანმრთელობით გამოწვეულ ავადმყოფურ შიშს – იპოქონდრია ეწოდება.