თომას მორი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი სახელმწიფო მოხელე,მწერალი და ავტორი სახელგანთქმული წიგნისა ” უტოპია” - თომას მორი (1478-1535 წლები),რომელიც დიდი ერთგულებით გამოირჩეოდა “წმინდა კათოლიკური ეკლესიისადმი”,იმდენად აღაშფოთა ინგლისის მეფის – ჰენრიხ VIII-ის (1481-1547 წლები) მიერ “წმინდა კათოლიკური ეკლესიისაგან” განზე გადგომამ და “ანგლიკანური ეკლესიის” დაარსებამ,რომ საბოლოოდ თავიც კი შესწირა ამ საკითხს.მანამდე კი იგი მეფის ერთ-ერთი უერთგულესი ქვეშევრდომი და საკმაოდ დაწინაურებული პიროვნებაც გახლდათ სამეფო კარზე.მინიჭებული ჰქონდა “რაინდის” ტიტული.ასევე ხდება ლორდ-კანცლერიც.თუმცა სამეფო კარის საშინელი ინტრიგების გამო მეფემ დააკავა და საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს 1535 წლის 6 ივლისს (თავი მოჰკვეთეს ღალატისათვის).ცნობილია,რომ თომას მორი საკმაოდ გონებასხარტი და ენამახვილი პიროვნება იყო ამას ქვემოთ მოყვანილი ისტორიაც ადასტურებს.როგორც ცნობილია ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაძაბული ურთიერთობა სუფევდა. (ავტორი გენია.ჯი) თომას მორი ჰენრიხ VIII-ეს საფრანგეთის მეფე ფრანცისკ I-თან შეხვედრის დროს (1520 წელს ქალაქ კალეში) თან ახლდა დელეგაციაში.მიუხედავად მათი შეხვედრისა,ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი ვერ დარეგულირდა და ინგლისის მეფე ჰენრიხ VIII-ემ,თომას მორს უბრძანა გამგზავრებულიყო პარიზში და საფრანგეთის მეფისათვის პირადად წარედგინა საპროტესტო ნოტა.რაზეც თომას მორმა მეფეს შეჰბედა:
” – თქვენო უდიდებულესობავ,ხომ იცით,როგორი ფიცხია საფრანგეთის მეფე.დარწმუნებული ვარ,ის ამ ნოტის გამო უეჭველად მომკვეთს თავს”.
ჰენრიხმა კი მიუგო: ” – ნუ გეშინია,ამ შემთხვევაში დაუყონებლივ გავცემ ბრძანებას,სასწრაფოდ თავი მოჰკვეთონ ინგლისში მცხოვრებ ყველა ფრანგს”.
თომას მორმა,რომლისთვისაც ეს დიდი ვერაფერი ნუგეში იყო მეფეს მიმართა: “ძალზე გულმოწყალე ბრძანდებით,თქვენო უდიდებულესობავ,მაგრამ ვშიშობ,რომ არც ერთი ფრანგის თავი არ მოერგება ჩემს მხრებს”.
თომას მორის სიკვდილით დასჯიდან საუკუნეების გასვლის შემდეგ,”კათოლიკურმა ეკლესიამ” რომის წმინდა – პაპის პიუს XI-ის (1857-1939 წლები) ინიციატივით,1935 წელს იგი “წმინდანად” შერაცხა. (ავტორი გენია.ჯი)