ყველაზე “მოპარვადი” ტილო ისტორიაში…
ალბათ,გენიალური ჰოლანდიელი მხატვარი და ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი - რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (1606-1669 წლები),ვერასოდეს წარმოიდგენდა,რომ მის მიერ 1632 წელს შესრულებული გენიალური ნამუშევარი - “იაკობ დე ჰენ III-ის პორტრეტი”,ოდესმე ყველაზე “მოპარვად ტილოდ” თუ იქცეოდა სახვითი ხელოვნების ისტორიაში.ეს უნიკალური ტილო,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს “გინესის რეკორდების” წიგნის ბინადარიც კი გახლავთ,როგორც ყველაზე ხშირად მოპარვადი ტილო.სურათი შეიქმნა იაკობ დე ჰეინ III-ის (1596-1641 წლები) შეკვეთით,რომელიც თავადაც მხატვარი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მას სახელი “III” იმიტომ ეწოდა,რომ მისი ორი წინაპარი ზედიზედ,სწორედ იგივე სახელის მატარებელი იყო.იგი საკმაოდ მდიდარი წარმომავლობის იყო და ამიტომ ხატვით დიდად თავს არ იწუხებდა.ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ პორტრეტის დახატვა რემბრანდტს შეუკვეთა.ტილო არსებობის ისტორიაში ოთხჯერ იქნა მოპარული. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ ტილოს ფასის გარდა,მისი გატაცების მიზეზად სურათის მოკრძალებულ ზომებსაც ასახელებენ.მისი ზომებია 30 სანტომეტრი სიგრძე და 25 სანტიმეტრი სიგანე.პირველად ტილოს მოპარვის შემდეგ 1966 წელს,იგი აღმოაჩინეს ინგლისურ ქალაქ სტრეტჰემში ერთ-ერთი სასაფლაოს სკამზე.მეორედ მოპარვის შემდეგ ტილო აღმოჩენილ იქნა ერთ-ერთი ველოსიპედის პატარა საბარგულში.1981 წლის აგვისტოში იგი კვლავ მოიპარეს თუმცა,სექტემბერში დაბრუნებულ იქნა თავის მშობლიურ “დალვიჩის გალერეაში”.1983 წელს ტილო კვლავ იქნა გატაცებული და მხოლოდ სამი წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი გერმანიის ქალაქ მიუნსტერის რკინიგზის ერთ-ერთ შემნახველ საკანში.ამ მოვლენათა გამო რემბრანტის უნიკალურ ტილოს “მოგზაური ტილოც” კი შეარქვეს.დღესდღეობით როგორც “დალვიჩის გალერეის” დირექტორი ამბობს,ტილო ისეთ დინეზეა დაცული,რომ უფრო იოლია მოიპარო თავად გალერეა სრულიად,ვიდრე რემბრანდტის მიერ დახატული – “იაკობ დე ჰენ III”-ის პორტრეტი. (ავტორი გენია.ჯი)