იდუმალებით მოსილი – “სერაფინის კოდექსი”
“სერაფინის კოდექსი” - “Codex sephinianus” წარმოადგენს ყველაზე უჩვეულო წიგნს მსოფლიოში,რომელიც შედგენილ იქნა 1970-იან წლებში იტალიელი არქიტექტორისა და სამრეწველო დიზაინერის – ლუიჯი სერაფინის მიერ. წიგნი წარმოადგენს თხრობას სხვა,ადამიანისატვის აბსოლუტურად უცნობ სამყაროზე და მასში უხვადაა გასაოცარი და ძალიან ლამაზი ილუსტრაციები,შესრულებული თავად ავტორის მიერ.იგი შესაძლოა ერთგვარად თავისებურ ენციკლოპედიადაც კი განვიხილოთ. (ავტორი გენია.ჯი) უჩვეულო კოდექსი გაშიფრული იქნა,როგორც გამაოგნებელი და უჩვეულო წარმოდგენები – მცენარეებზე,ცხოველებზე და არამიწიერ არსებებზე,სადაც ასახულია ავტორის სულის სიღრმისეული,არანატურალისტურლი წარმოდგენები უცხო სამყაროს შესახებ.აღსანიშნავია ისიც,რომ კოდექსში შეტანილი ტექსტი სრულიად იდუმალებით მოცული ანბანით არის შედგენილი,რომლის გაშიფვრაც დღემდე ვერავინ შეძლო.შესაბამისად დასკვნების გამოტანა კოდექსზე,მხოლოდ მისი უამრავი ილუსტრაციებით არის შესაძლებელი.როგორც თავად ავტორისგან ხდება ცნობილი,უცნობი ანბანი “სამყაროს ყველაზე შორეული ქვეყნიდან არის დატანილი წიგნში”.ასევე აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ “სერაფინის კოდექსის” სრული ტექსტი და ზღვა მასალა ილუსტრაციებისა მხოლოდ და მხოლოდ ხელით არის შესრულებული. (ავტორი გენია.ჯი) წიგნის ერთ გვერდზე გამოსახული არის “როზეტის ქვის” ანალოგი,რომლის ფილაზეც სამ ენაზე არის გაკეთებული წარწერა.ამის წყალობით გაშიფრულ იქნა,რომ ერთ-ერთი დამწერლობა ამ სამიდან გახლავთ ძველეგვიპტური იეროგლიფი.სხვა დანარჩენი ანბანის გაშიფვრა კი დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება.ასევე უცნობია მიზეზი თუ რატომ შექმნა იგი ავტორმა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მეცნიერები ვარაუდობენ წიგნი შედგენილ და დაწერილ უნდა იყოს რაღაც არაამქვეყნიური,არამიწიერი ანბანით.სწორედ ამაში მდგომარეობს “სერაფინის კოდექსის” საიდუმლოება.წიგნი 400 გვერდიანია,11 თავისაგან შედგება (რომლებიც თავის მხრივ 2 სექციად არის დაყოფილი.პირველი ნაწილი ეძღვნება ბუნებას,ხოლო მეორე ნაწილი ადამიანებს) და მას ავტორი 13 თვის მანძილზე ადგენდა.ილუსტრაციები შეიცავს “სურეალისტურ ჟანრს”,რომლებშიც მცირედით თუმცა მაინც მოჩანს ადამიანების სახეები,ასევე არის რამდენიმე რუკაც.”სერაფინის კოდექსი” ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო უდიდესი ინტერესის საგანს წარმოადგენს და მის გასაშიფრად დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. (ავტორი გენია.ჯი)