კლოდ მონე – “შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა”
“შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა” - გენიალური ფრანგი მხატვრისა და იმპრესიონიზმის მიმდინარეობის ფუძემდებლის ხელოვნებაში - კლოდ მონეს (1840-1926 წლები) მიერ დახატული დიდებული ტილოა.მხატვარმა იგი 1872 წელს დახატა,ნატური ფონიდან (საფრანგეთის ქალაქ ჰავრის ძველი პორტის მიდამოები).სწორედ აღნიშნული სურათი გახლავთ,ის სურათი,რომელმაც სათავე დაუდო “იმპრესიონიზმის” მიმდინარეობას სახვით ხელოვნებაში. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე ასახული ულამაზესი ეპიზოდი,ასახავს დღისა და ღამის ერთმანეთთან გაყრის ეპიზოდს.თავად პროცესი ამ ულამაზესი ბუნებრივი მოვლენისა – კლოდ მონემ,მართლაც უნიკალურ ფერთა გამაში ასახა.იმპრესიონიზმის მიმდინარეობის დაარსების კუთხით ხელოვნებაში,სურათის დასახელებამაც “შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა” – თავისი წვლილი შეიტანა.პირველად ტილო წარმოდგენილი იქნა ფართო საზოგადოებისათვის 1874 წელს,ცნობილი ფოტოგრაფის (რომელსაც “ფოტომემატიანედაც” მოიხსენიებდნენ) – გასპარ ფელიქს ტურნაშონის,იგივე ნადარის ყოფილ სახელოსნოში,რომელიც მოგვიანებით გადაკეთებულ იქნა საგამოფენო დარბაზად. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ერთ-ერთი დამსწრე ფრანგი ჟურმალისტი და დრამატურგი – ლუი ლერუა,იმთავითვე წერდა,რომ სწორედ აღნიშნულმა სურათმა დაუდო საფუძველი ახალ მხატვრულ მიმდინარეობას.მოგვიანებით ტილო გამოფენილ იქნა პარიზის “მარმოტანის მუზეუმში” და მნახველის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.1985 წელს ტილო მოპარულ იქნა კლოდ მონეს სხვა ტილოებთან ერთად (იმ დროს გაიტაცეს ამავე მუზეუმიდან – პიერ ოგიუსტ რენუარის და ბერტა მორიზოს ტილოებიც).ტილო “შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა” მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი 1990 წელს და მას შემდეგ კვლავ აოცებს ამ შესანიშნავი მუზეუმის დამთვალიერებელს. (ავტორი გენია.ჯი)