მარკუს პორციუს კატონი – “ეპიზოდი”
ძველი რომის ერთ-ერთი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი - მარკუს პორციუს კატონი (ძვ.წ.აღ-ით 234-149 წლები),რომელიც დიდი სიყვარულით და პოპულარობით სარგებლობდა ხალხში,ყველა რომაელის ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ,რაც რომში უამრავი ქანდაკება დაიდგა ისეთი ადამიანებისა,რომლებიც ამას ნაკლებად იმსახურებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად კატონის დიდი დამსახურებებისა,იგი არავის გახსენებია და შესაბამისად ძეგლიც არავის დაუდგამს მისთვის.რომის მოქალაქეების ნაწილი ამის გამო ხმამაღალ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ამბობდა:
“თუ კი ვინმე ძეგლის დადგმას იმსახურებდა,ეს – კატონი არის და ის კი არავის გახსენებია”.
როდესაც კატონმა აღნიშნული საკითხისადმი რომის მოქალაქეების უკმაყოფილების შესახებ შეიტყო,განაცხადა:
” – მე მირჩევნია ხალხმა იკითხოს,რატომ არ დაუდგეს კატონს ძეგლი,ვიდრე იკითხოს ის,თუ,რატომ დგას რომში მისი ძეგლი”. (ავტორი გენია.ჯი)