“ნგოლო”

“ნგოლო” - (შესაძლოა დაიწეროს “ნ’გოლო”),გახლავთ აფრიკული ტომების – მაზინგასისა და კამბინდასის ხალხის ის ერთგვარი ბრძოლა ცეკვის ელემენტებით,რომელიც ითარგმნება,როგორც – “ზებრის ცეკვა”.დღევანდელ დღეს იგი წარმოადგენს თანამედროვე ანგოლისა და მოზამბიკის რეგიონალური საბრძოლო ხელოვნების ცეკვას.ნგოლოს მოძრაობები გამოსახავს ორი ზებრის ბრძოლის მოძრაობებს,რის გამოც ეწოდა კიდეც სახელად – “ზებრის ცეკვა”.ცეკვა-ბრძოლის ამ უცნაურ სახეობაში იმართება ტურნირები,რომელიც წარმოებს სპეციალური სახეობის ორთაბრძოლით,ზემოთ აღნიშნული ტომების ახალგაზრდა მებრძოლებს შორის ზემოთ.აღსანიშნავია,რომ ტურნირში გამარჯვებული მამაკაცი,ჯილდოვდება უფლებით,რომლის თანახმადაც,შეუძლია შეირთოს ნებისმიერი მანდილოსანი (რომელიც მას მოეწონება),ყოველგვარი ფულისა და გამოსასყიდის გარეშე (ამ ტომების ხალხში მიღებული წესის თანახმად,ქალი მამაკაცმა უნდა შეისყიდოს,თუ კი მისი ცოლად მოყვანა სურს).XVI-XVIII საუკუნეებში აფრიკიდან,კერძოდ იმ ქვეყნებიდან სადაც ნგოლო იყო გავრცელებული,მონებად გაყვანილმა მოსახლეობამ ლათინურ ამერიკაში,გაავრცელა ერთგვარი ცეკვა-ბრძოლის ეს უცნაური სახეობა.ყველაზე მეტად კი მან ფეხი მოიკიდა – ბრაზილიაში.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ,ნგოლოს ბაზაზე წარმოიშვა პოპულარული საბრძოლო ხელოვნების ცეკვა – “კაპოეირა”,რომელიც დღესდღეობით -”ანგოლურ კაპოეირად” არის ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი) ნგოლოს შესახებ არაერთი ინფორმაციაა გადმოცემული სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილ  წიგნებში.მასზე წერდნენ – მარიო ბარსელოსი,ალბანო დი ნევეს ი სოუზა და სხვები.ნგოლოსა და კაპოერას შორის განსხვავება გახლავთ ის,რომ ნგოლო ყოველგვარი მუსიკალური ინსტრუმენტების გარეშე სრულდება,მაშინ,როდესაც კაპოეირა ატაბაკესა და პანდეირუს მუსიკალური საკრავების შესრულებით იმართება.ისინი,ასევე მცირედით,თუმცა მაინც განსხვავდებიან შესრულების სტილითაც ერთმანეტისგან.ცნობილმა ბრაზილიელმა შემსრულებელმა “კაპოეირისა” – მესტრე კობრა მანსამ 2005-2006 წლებში,განახორციელა სპეციალური მოგზაურობა აფრიკაში,რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო ნგოლოსა და კაპოეირას ისტორიის შესახებ.იგი იმყოფებოდა ანგოლასა და მოზამბიკში,სადაც უამრავი საინტერესო მასალა მოაგროვა “ზებრის ცეკვის” შესახებ და არა მარტო მის შესახებ,არამედ ამ ხალხის კულტურის,ტრადიციების და ისტორიის შესახებაც.მანვე დაადგინა თუ როგორ ჩამოყალიბდა ნგოლოდან – “ანგოლური კაპოეირა”. (ავტორი გენია.ჯი)