“დოგუ”

“დოგუ” - გახლავთ იაპონური “თიხის თოჯინა”,რომელსაც ადამიანის ან ცხოველის ფორმები აქვთ მიღებული და ძირითადად ამზადებდნენ თიხისაგან “ძიომონის პერიოდში” (ეს გახლავთ პერიოდი აინებისა და იაპონიის ისტორიის ეპოქისა ძვ.წ.აღ-ით 13000 წლიდან – ძვ.წ.აღ-ის 300 წლები.ამ ეპოქას ასევე მოიხსენიებენ,როგორც “თოკური ორნამენტის ეპოქა”).დოგუ ერთგვარ ანალოგს წარმოადგენდა ქვის ქანდაკებისა,რომლებიც მზადდებოდა ადამიანების მიერ გვიანი პალეოლითისა და ნეოლითის ხანებში. (ავტორი გენია.ჯი) დღემდე აღმოჩენილ უძველეს “დოგუდ” მიჩნეულია ჩვ.წ.აღ-მდე 10000 წლით დათარიღებული უძველესი დოგუს ნიმუში,რომელსაც აქვს ბრტყელი ფორმა და გამოხატავს კიდურებისა და სახის მკრთალ კონტურებს.თავდაპირველი მოცულობითი ფორმები არქეოლოგთა ვარაუდით “დოგუმ” მიიღოჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლით ადრე და იგი იწარმოებოდა ძირითადად აღმოსავლეთ იაპონიის ტერიტორიაზე.ძვ.წ.აღ-ით 2000 წლისათვის ასეთმა ხელოვნებამ გავრცელება დაიწყო იაპონიის აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.ხოლო ძვ.წ.აღ-ით I ათასწლეულში “დოგუ”-ს ხელოვნება საკმაოდ დახვეწილი ფორმებით იქნა გავრცელებული მთელ იაპონურ კულტურაში.”დოგუს” ფიგურების სიმაღლე 3 სანტიმეტრიდან 30 სანტიმეტრამდე იყო.ძირითადად “დოგუ” მანდილოსნების ფიგურებს გამოხატავდა,მათ შორის ხშირად “ფეხმძიმე” მანდილოსნებს.როგორც წესი არქეოლოგები ასეთ ფიგურებს არქეოლოგიური გათხრების დროს,ღრმად მიწაში ჩაფლულს ნახულობენ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მეცნიერები ვარაუდობენ “დოგუ”-ს ხელოვნებით ქმნიდნენ საკულტო ქანდაკებებსაც,მაგალითად ნაყოფიერების ღმერთის და ასე სემდეგ,რაც მიუთითებს იმაზე,რომ ეს თიხის ქანდაკებები არა მარტო კულტურული ფასეულობა,არამედ რელიგიური დანიშნულების მოვალეობასაც ასრულებდა ძველ იაპონიაში.ასევე მას ამზადებდნენ და იყენებდნენ,როგორც თილისმას და იაპონელთა წარმოდგენით ასეთ თილისმების მეშვეობით შეეძლოთ დაკავშირებოდნენ ბუნების უმაღლეს ძალებს – წვიმას,ქარს,ვულკანს,მზეს და სხვა ბუნებრივ მოვლენებს.”დოგუს” ფიგურებში გამოსახავდნენ ცხოველებსაც.დღესდღეობით აღმოჩენილია 15000-მდე “დოგუს” ქანდაკება,რომლებიც დაცულია იაპონიის სხვადასხვა ცნობილ მუზეუმებში.ისინი “ამომავალი მზის” ქვეყნის – იაპონიის,ერთ-ერთი უძველესი კულტურის ნიმუშებადაა მიცნეული. (ავტორი გენია.ჯი)

“დოგუს” ნიმუშები