“დიდი ძაღლის VY” – გალაქტიკის ყველაზე დიდი ვარსკვლავი…
დღემდე აღმოჩენილ ყველზე დიდ ვარსკვლავად გალაქტიკაში მიჩნეულია “დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის” უდიდესი ვარსკვლავი,სახელწოდებით - “დიდი ძაღლის VY”,იგივე “VY canis majoris”.იგი განეკუთვნება წითელი ჰიპერგიგანტური ვარსკვლავების რიგს.დედამიწიდან დაცილებულია 5000 სინათლის წლის მანძილით.მისი რადიუსის დადგენა შესაძლებელი გახდა 2005 წელს და იგი ტოლია მზის 1800-2100 რადიუსისა. (ავტორი გენია.ჯი) დიამეტრი ამ უდიდესი ვარსკვლავისა 2,5-2,9 მილიარდი კილომეტრია.რაც 600-ჯერ დიდი დიამეტრია მზის დიამეტრზე.მასა კი მზის მასაზე 30-40-ჯერ მეტია.სიკაშკაშით – “დიდი ძაღლის VY”,მზეზე 14000-ჯერ მეტად კაშკაშაა.აღსანიშნავია,რომ აღნიშნულ ვარსკვლავზე ერთი წრის შემოვლას,მეცნიერთა ვარაუდით 8 სინათლის სისწრაფის საათი დასჭირდებოდა,ხოლო თვითმფრინავს,4500 კილომეტრ-საათი სიჩქარით მის ირგვლივ შემოსაფრენად სრული 250 წელი დასჭირდებოდა.პირველი ცნობები გიგანტი ვარსკვლავის შესახებ მოგვაწოდა ცნობილმა ფრანგმა ასტრონომმა (თავის მიერ 1801 წლის 7 მარტით დათარიღებულ და დაწერილ ვარსკვლევების კატალოგში) – ჟოზეფ ჟერომ ლეფრანსუა დე ლალანდმა. (ავტორი გენია.ჯი) XIX საუკუნის დაკვირვების შედეგად ცნობილი ხდება,რომ გიგანტმა ვარსკვლავმა 1850 წელს სიკაშკაშე მნიშვნელოვნად დაჰკარგა.როგორც ასტრონომები ირწმუნებიან,უახლოესი 100 000 წლის მანძილზე შესაძლოა აფეთქდეს,თუმცა საბედნიეროდ იგი იმდენად შორსაა დედამიწისაგან,რომ რაიმე ზიანს ჩვენს პლანეტას ვერ მოუტანს.გიგანტ ვარსკვლავზე დაკვირვება დღესაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ორბიტის ავტომატური კისმოსური სადგურის – ჰაბლის ტელესკოპით,რომელიც თავის მხრივ NASA-ს საკუთრებაა. (ავტორი გენია.ჯი)